13.07.2021
პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 12 ივლისს, 6 საათზე დაწყებულმა აქციამ მოგვიანებით პარტია" ქართულ ოცნებასთან გადაინაცვლა. აქ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პარტიის ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს.
5 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ პროტესტს ირაკლი აბსანძე ფეისბუკით უჭერდა მხარს. ის აქტივისტებს 6 ივლისს შეუერთდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე სულ 12 დემონსტრანტია დაკავებული. "აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს." - წერია სამინისტროს განცხადებაში.