"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს
13.07.2021
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული "პიველი არხის" ტელეწამყვანი ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ხელი აქვს მოტეხილი.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ:

“მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან”, – აცხადებს მედიაკოალიცია.

პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 12 ივლისს, 6 საათზე დაწყებულმა აქციამ მოგვიანებით პარტია" ქართულ ოცნებასთან გადაინაცვლა. აქ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პარტიის ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. 

5 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ პროტესტს ირაკლი აბსანძე ფეისბუკით უჭერდა მხარს. ის აქტივისტებს 6 ივლისს შეუერთდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ