29.10.2021
“მთავარი არხის” დირექტორი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ მაუწყებლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო:
„ეს კლიპები არ ჯდებოდა არც ერთ კრიტერიუმში, რაზეც კომისია გვედავებოდა. პოლიტიკური მოტივაციით იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული,“ - ამბობს თამთა მურადაშვილი.
კომუნიკაციების კომისიის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია. კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლანა ბერიძე ამბობს, რომ კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია.
კონტექსტი
27 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას. მარეგულირებელმა ვიდეორგოლები წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ამბობდა, რომ “მთავარმა არხმა” საარჩევნო კოდექსი დააღვია.
იხილეთ ვრცლად: რას ედავება “მთავარ არხს” კომუნიკაციების კომისია?