11.01.2022
2021 წლის 13 ივლისს „იუნესკოს“ გენერალურმა დირექტორმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ლაშქარავას სიკვდილის ფაქტის გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამ ინფორმაციის "იუნესკოს" "მოკლული ჟურნალისტების" სიაში გადატანის შემდეგ, ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი იყო მითითებული, რაც მოგვიანებით 11 ივლისით შეიცვალა.
„იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული.
ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ „იუნესკო ჟურნალისტების მკვლელობებს სანდო პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გმობს.“
სიაში მითითებული „სასამართლო გამოძიების სტატუსი“ კი აღწერს მიაწოდა თუ არა ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ “იუნესკოს“ ჟურნალისტის სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლოს შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია.
ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა მედიის თემებზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ). ამ უკანასკნელს ვრცელი ინფორმაციაც უდევს ლაშქარავასთან დაკავშირებით და აღნიშნული აქვს, რომ მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.
შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა: „იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ სიაში „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მიერ ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული", რაც "მედიაჩეკერმა" შეასწორა.