27.01.2022
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოების განწყობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.
დეტალები: გამოკითხულთა უმეტესობა (40%) მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სიტყვის თავისუფლება გაუმჯობესდა, თუმცა მათი ერთობლიობა ვინც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა (28%) და გაუარესდა (27%) გამოკითხულთა ნახევარზე მეტს შეადგენენ.
კვლევის მიხედვით, ეროვნული საკითხების მიმართ დამოკიდებულებას პარტიული სიმპატიები განაპირობებს.
- მმართველი პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება გაუმჯობესდა.
- ოპოზიციის მხარდამჭერების უმეტესობის აზრით კი პირიქით, სიტყვის თავისუფლება გაუარესებულია.
პანდეემის შესახებ გამოკითხვის მიხედვით, კი მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
- გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ინტერვიუები ქართულ , აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.