28.02.2022
რა მოხდა?
მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების გაერთიანებამ „შპს ტივიჯიმ“ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროკავშირში რუსული სამთავრობო მედიების დაბლოკვის შემდეგ, 5 პროპაგანდისტული არხის გათიშვა გადაწყვიტა:- RTR
- RUSSIA24
- რუსეთის პირველი არხი
- Russia Today
- ალტ-ინფო „ტივიჯი“
შესაბამისად, ეს 5 არხი 10 პროვაიდერს აღარ მიეწოდება.
შპს "ტივიჯის“ დირექტორის ბესიკ წაქაძის თქმით, არხები დაახლოებით 4 ათასამდე აბონენტს რამდენიმე რეგიონში გაეთიშება:
- იმერეთში: ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია
- გურიაში: ლანჩხუთი
- სამეგრელოში: ზუგდიდი, სენაკი
- ქვემო ქართლში: მარნეული
- შიდა ქართლში: ხაშური, ქარელი
ასევე, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციით, Russia Today-სა და Sputnik-ის გათიშვის დაანონსების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ქსელ „სილქნეტზე“ რუსული არხები RTR და ORT გაითიშა. მოგვიანებით, კომპანიაში განმარტეს, რომ გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.