04.04.2022
კომისიის თავმჯდომარე რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა. ის პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა და 2020 წლიდან ტელეკომპანია "იმედში" მუშაობს.
ბორდის წევრობის მსურველებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე, ასევე ყოფილი დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” გუგული მაღრაძე და ზაზა ხუციშვილი.
ბორდის წევრობის მსურველების სია:
- ალექსი ნონიაძე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის თანამშრომელი, საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
- ბელა კოპალიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე.
- გიორგი იასაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტი.
- გიორგი ჭანტურია - თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის პედაგოგი, 2009-2012 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
- გუგული მაღრაძე - ყოფილი დეპუტატი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით.
- დონარა შონავა - სხვადასხვა წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კონსულტანტი,საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამსახურის უფროსი, მაუწყებლის მე-2 არხის გენერალური პროდიუსერი.
- ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტის “ჩვენი საქართველოს” წამყვან-პროდიუსერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი 2017-2020 წლებში.
- ზაზა ხუციშვილი - მომღერალი, ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”.
- ლაშა ტუღუში - თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
- ლია შავგულიძე - ჟურნალისტი, კვლევითი ჟურბალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი.
- მარინა გიორგაძე - პარლამენტის პრესცენტრის სპეციალისტი.
- არინა თავაქარაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2018 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონალური საბჭოს წევრი.
სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.
ამ დროისთვის სამეურვეო საბჭო შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:
- სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეა.
- საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე.
- ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ.