27.04.2022
რა ხდება?
თბილისში დაფუძნებულმა რუსულენოვანმა გამოცემამ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლისგან “როსკომნადზორისგან” გაფრთხილების წერილი მიიღო, სადაც წერია, რომ „სოვამ“ ომთან დაკავშირებული მასალა რუსეთის “კანონის დარღვევით” გაავრცელა.“როსკომნადზოირი”ითხოვს:
- “სოვამ” 24 საათში წაშალოს მასალა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
- წინააღმდეგ შემთხვევაში ვებგვერდი დაიბლოკება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
- რუსეთი საკუთარი კანომდებლობის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც ცდილობს.
- უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიერ მიღებული “ფეიკების” შესახებ კანონით იკრძალება უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება.
- “სოვა ნიუსის” შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც კრემლი ქართულ მედიაზე რუსეთის კანონმდმებლობის გავრცელებას ცდილობს. მსგავსი წერილები აპრილის დასაწყისში მიიღეს, ონლაინ მედია „ნეტგაზეთმა“ და საინფორმაციო სააგენტო „აქცენტმაც”.
- ქართულმა მედიასაშუალებებმა მასალები არ წაშალეს, რის შემდეგაც კრემლმა რუსეთში ru.netgazeti.ge და accentnews.ge-ზე წვდომა დაბლოკა.
Sova-ს მასალა, რომლის წაშლასაც რუსული მხარე ითხოვს „რუსეთის ფედერაციის დანაშაულები: საქართველოს გასაბჭოებიდან უკრაინის ომამდეა“. 23-წუთიანი ვიდეო “იუთუბზეა ატვირთული”, ასევე ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია გამოცემის ვებგვერდზე.