29.04.2022
იმედა დარსალიას თქმით, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება დღეს მიიღეს. დირექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში, მათი გათავისუფლების მიზეზად, „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული.
მაუწყებლის დირექტორი ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.
იმედა დარსალია ამბობს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, უახლოეს დღეებში პრესკონფერენციას გამართავენ და დეტალებზე იქ ისაუბრებენ.
“პირველი არხის” სამივე გათავისუფლებული ჟურნალისტის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.
კონტექსტი
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” წამყვანი და 2 ჟურნალისტი მაუწყებელში ცენზურისა და ე.წ შავი სიების არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ.
- პირველი არხი ბრალდებებს მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებდა.
- 25 მარტს ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და ე.წ. „შავი სია“ გაასაჯაროეს.
ვრცლად ამ თემაზე: