03.06.2022
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია
"რუსთავი 2-სგან" გათავისუფების გამო 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით
კომპენსაციას ითხოვს.
რა ხდება? ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, "მთავარი არხის" დირექტორის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ გვარამია "რუსთავი 2-სგან" კომპენსაციას ითხოვს.
ადვოკატის განმარტებით:
- "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორის, ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-თან" აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული.
- ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშმა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაათავისუფლა, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. "რუსთავი 2" ვალდებულია გვარამიას გადაუხადოს კომპენსაცია.
- ეს არის ზიანი, რაც გვარამიას მადგა 'რუსთავი 2-ის" მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით.
კონტექსტი
- "რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
- მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.
- შედეგად, ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
- 2-წლიანი დავის შემდეგ, 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.
- ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებისთვის კი "რუსთავი 2-ს" 62 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.