21.06.2022
რა მოხდა? უწყების ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ადამიანის დევნა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით) 2001 წელს დაბადებული 2 ბრალდებული დააკავეს.
დეტალები:
გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, TV "პირველის“ ოპერატორი რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა.ამ დროს:
- მასთან მივიდნენ ბრალდებულები და TV "პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
- რასაც ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
- ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- 18 ივნისს ბათუმის ბიუროს ოპერატორს პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა.
- შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოპერატორი პირდაპირ ეთერში 20 ივნისის აქციის მონაწილეების ჩართვას უზრუნველყოფდა.
- თავდამსხმელები ოპერატორს ფიზიკურად მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.