24.06.2022
რა მოხდა? TV "პირველის” ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უცნობი პირები დაესხნენ თავს, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ:
- მოძალადეები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ხელში TV "პირველის” მიკროფონი ეჭირა.
- ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას დის, ნატა ქაჯაიას მიმართ.
სამართალდამცავი უწყების რეაგირება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV “პირველის” ჟურნალისტისა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზეÂ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
- “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ბათუმში, 18 ივნისსაც დაესხნენ თავს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში TV "პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.