04.08.2022
დღეის მონაცემებით, სახელმწიფომ 14 აღიარა დაზარალებულად იმ 30 ჟურნალისტიდან, რომლებმაც პროკურატურას დაზარალებულის სტატუსისთვის მიმართეს.
რა ხდება?
2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა.
ვინ არიან დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები?
დამატებით 8 ჟურნალისტი, რომელიც პროკურატურამ ე.წ კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო:- გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლების გამომძებელი ჟურნალისტი
- გელა ბოჩიკაშვილი - On.ge ყოფილი მთავარი რედაქტორი
- ინგა გრიგოლია - ტელეკომპანია პირველი
- ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია პირველი
- ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
- თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა პუბლიკა
- ნინო ჟიჟილაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
- რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია პირველი
მანამდე პროკურატურამ გამოკითხა და დაზარალებულად აღიარა:
- თამუნა ჩიხლაძე - ტელეკომპანია ფორმულა
- სოფიკო მაისურაძე - ტელეკომპანია ფორმულა
- გიორგი დარჩაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
- Ნინო ბიძინაშვილი - გაზეთი ბათუმელები / ნეტგაზეთი
- ნოდარ მელაძე - ტელეკომპანია პირველი
- თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი
- ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას 30 ჟურნალისტს უწევს.
- უფლებადამცველ ორგანიზაციაში მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა - მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზიც: 555 795 776