12.08.2022
არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” 14 მედიასაშუალებიდან 41 ჟურნალისტს უფლებებს იცავს. მათგან, 23 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად.
რატომ ითხოვენ ჟურნალისტები დაზარალებულის სტატუსს?
2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა.
ვინ მიმრთა პროკურატურას?
“მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით პროკურატურას კიდევ 11 ჟურნალისტი მიმართავს:- ნინო ზაუტაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- თეონა ხარაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
- ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლება
- თორნიკე მანდარია - რადიო თავისუფლება
- ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება
- მერაბ მეტრეველი - პალიტრა NEWS
- თინათინ ოსმანოვა - რადიო პალიტრა
- ანა წერეთელი - ტელეკომპანია პირველი
- მაკა ჩიხლაძე - ტელეკომპანია პირველი
- ლიკა ჯანყარაშვილი - ტელეკომპანია პირველი
- ნიკა თევდორაძე- ტელეკომპანია ფორმულა
დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები
პროკურატურამ ე.წ კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო:- გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლების გამომძებელი ჟურნალისტი
- გელა ბოჩიკაშვილი - On.ge ყოფილი მთავარი რედაქტორი
- ინგა გრიგოლია - ტელეკომპანია პირველი
- ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია პირველი
- ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
- თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა პუბლიკა
- ნინო ჟიჟილაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
- რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია პირველი
- თამუნა ჩიხლაძე - ტელეკომპანია ფორმულა
- სოფიკო მაისურაძე - ტელეკომპანია ფორმულა
- გიორგი დარჩაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
- Ნინო ბიძინაშვილი - გაზეთი ბათუმელები / ნეტგაზეთი
- ნოდარ მელაძე - ტელეკომპანია პირველი
- თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი