15.08.2022
- საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში ევროკავშირმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.
- ანგარიში ასახავს პერიოდს 2021 წლის 5 თებერვალიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ევროკავშირის ანგარიშში წერია, რომ “საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით - ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.”ევროკავშირის შეფასება
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გამოწვევებს შორის, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხე შეუქმნა არის:- 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა ლგბტქი პირების წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე.
- ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
რას წერია მედიაგარემოზე?
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალიან პოლარიზებული.- საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა - ეს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებაა 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით.
- “თავისუფლების სახლის” (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" 2022 წელს არის 58 100-დან (60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს.)
- ულტრამემარჯვენე ჯგუფმა “ალტინფომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
- 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტქი აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს.
- 5 ივლისის თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება, თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს.
- 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომლებიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
ვრცლად ასოცირების პროცესის შესახებ ანგარიშს გაეცანით ამ ბმულზე.