01.09.2022
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 20 ივნისს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარი მოითხოვა.
სადავო განცხადება
კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, 5 ივნისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გადაცემა “დღის ამბებში” ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, გასული ინფორმაცია - “კახა კალაძემ 60 მილიონი ერთერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში.”კალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს განცხადება ცილისწამებაა და მიზნად ისახავდა მხოლოდ თბილისის მერის დისკრედიტაციას.
კახა კალაძე ითხოვს:
- პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას
- მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარის დაკისრება მოპასუხეებისთვის
მოპასუხეები არიან “ტვ პირველი” და ჟურნალისტი მაია მამულაშვილი.
კალაძის ადვოკატი ამ ეტაპზე მოპასუხე მხარისგან წერილობით პასუხს ელოდება.
რას ამბობენ ტელეკომპანია “პირველში”?
“ტვ პირველის” განმარტებით, კახა კალაძის სარჩელის მიზეზი ტელეწამყვან მაია მამულაშვილის დასმული კითხვაა.- “ჟურნალისტმა დებატების დროს კახი კალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ციტირება მოახდინა, ახლა კალაძე ამის გამო 100 ათას ლარს ითხოვს.”