06.09.2022
ისრაელის მხარემ მომხდარის შიდა გამოძიების შედეგები 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.
რა მოხდა?
2022 წლის 11 მაისს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მოწყობილი ოპერაციის გაშუქებისას “ალ-ჯაზირას” ერთი ჟურნალისტი მოკლეს, ერთი კი - დაჭრეს.მოკლულ ჟურნალისტს შირინ აბუ აკლის პრესის ნიშნის მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა, ის 51 წლის იყო.
ამ თემაზე: ისრაელის რეიდის დროს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორი მოკლეს
რას ამბობს ისრაელის მხარე?
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში წერია, რომ შეუძლებელია დადგინდეს სროლის წყარო, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა, თუმცა, დიდი ალბათობით, კორესპონდენტს შემთხვევით ისრაელის თავდაცვის ძალების იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.- ისრაელის არმია მომხდარში მონაწილე ჯარისკაცების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს.
- ისრაელის მხარე განმარტავს, რომ მათი ჯარისკაცები მხოლოდ “შეიარაღებულ ტერორისტებად” იდენტიფიცირებულ პირებს უმიზნებდნენ და არ არსებობს ეჭვი, რომ ტყვია სამოქალაქო პირს, კონკრეტულად ჟურნალისტს განზრახ ესროლეს.