24.12.2022
წელს, ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა:
- სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში - ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება;
- სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში - ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი;
- ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში - მარიან ნიკურაძე, OC media;
- ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში - ევა ართმელაძე, ბათუმელები;
- დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში - თეონა ცხომელიძე;
- ხალხის რჩეული - საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე - ბათუმელები, ეკა ქადაგიშვილი/ანანო ბაკურაძე (Movement);
- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება - ნინო ბიძინაშვილი, ნეტგაზეთი.
"ქარტიის პრიზი", საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიური კონკურსი, წელს უკვე მეათედ ჩატარდა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის
განვითარებას და პროფესიული სტანდარტების
დამკვიდრებას.