09.01.2023
რა ხდება?
- მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
- რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც მკვლელობის მომენტი ჩანს, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა 2022 წლის 9 იანვარს, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გაავრცელა.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, განცხადებით მოუწოდა მედიას, თავი შეიკავოს აღნიშნული ჯადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი ყველა პლატფორმიდან წაშალონ.
რატომ არის ასეთი კადრების გავრცელება დაუშვებელი?
- მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებისას, მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მოტანა შეუძლია მსგავსი შემზარავი გამოსახულების ჩვენებას დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის.
- კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.
რა შემთხვევაშია დასაშვები?
საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს.
მაგალითად,
- 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.
- მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანი იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც.
- საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.