03.02.2023
პრიზი 8 კატეგორიაში გაიცა და პრიზიორებს ჯილდო პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გადასცა.
გამარჯვეულები არიან:
კატეგორია 1: საუკეთესო სტატია ბეჭდურ, ან ელექტრონულ მედიაში
- გამარჯვებული: ნინო ნარიმანიშვილი, ჯემნიუსი.
- ნამუშევარი: მექსიკის გავლით ამერიკაში - სად და რატომ გარბიან ქართველები
კატეგორია 2: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
- გამარჯვებული: ანი არველაძე, გადაცემა "დროება", ტელეკომპანია "ფორმულა"
- ნამუშევარი: მანუშაკი — ქართულის მასწავლებელი
კატეგორია 3: საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
- გამარჯვებული: ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი
- ნამუშევარი: სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე
კატეგორია 4: საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
- გამარჯვებული: ბესიკ პაპასქუა, ინდიგო
- ნამუშევარი: საკუთარი თავის ხელმეორედ გამოგონება
კატეგორია 5: საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში
- გამარჯვებული: ქრისტინე გოგალაძე, ინდიგო
- ნამუშევარი: ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს
კატეგორია 6: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
- გამარჯვებული: ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება
- ნამუშევარი: ივლიტა კახიანი - ლოცვა შვილის მკვლელისთვის
კატეგორია 7: საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
- გამარჯვებული: თორნიკე მეტრეველი, ინდიგო
- ნამუშევარი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია
კატეგორია 8: ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
- გამარჯვებული: დინა ოგანოვა, პროექტი 64
- ნამუშევარი: Nen’ka Ukraine
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.