30.03.2023
როგორც რუსული მედიიდან ირკვევა, ამერიკელი კორესპონდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და "ვაგნერის" (რუსული სამხედრო დაჯგუფება) თემებზე ამზადებდა მასალას.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ჟურნალისტს ბრალი ედება ჯაშუშობასა და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში, რუსულ სამხედრო საწარმოზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოგროვებაში."
გამოძიება, რუსეთის სიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონტექსტი
- "ცივი ომის" შემდეგ, ევან გერშკოვიცი არის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
- "The Wall Street Journal"-მა გაავრცელა განცხადება, ისინი უარყოფენ "ეფ-ეს-ბეს" ბრალდებებს და მათი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ რუსულ საგამოძიებო უწყებებს.
- ჟურნალისტის ერთ-ერთი ბოლო სტატია შეეხებოდა რუსულ ეკონომიკურ კრიზისს დასავლეთის სანქციების ფონზე.
- გამომძიებელი ჟურნალისტი, ანდრეი სოლდატოვი "ტვიტერზე" წერს, რომ "ეს პირდაპირი თავდასხმაა ყველა უცხოელ კორესპონდენტზე, რომელიც რუსეთში მუშაობს და ეს ნიშნავს, რომ "ეფ-ეს-ბე" უკონტროლოა".