12.04.2023
- ტელეკომპანია "ფორმულამ", ფეისბუქ-გვერდიდან წაშალა ამბავი BBC Eye-ის საგამოძიებო მასალის შესახებ, რომელიც არხის დამფუძნებელსა და 51%-იანი წილით, საკონტროლო პაკეტის მფლობელს — დავით კეზერაშვილს შეეხება.
- მანამდე ციფრულმა პლატფორმამ გამოაქვეყნა შესაბამისი სიახლე არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
- საქმე ეხება BBC-ის გამოძიებას, სახელწოდებით, "ნადირობა ბიზნესმენებზე, რომლებიც მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემის უკან დგანან", და მასში, გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებენ კეზერაშვილის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
- არხის საინფორმაციო სამსახურმა, 12-საათიან გამოშვებაში BBC Eye-ის გამოძიება გააშუქა აქცენტით, "ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები",
- ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო მასალაში, ჟურნალისტები წერენ კეზერაშვილის სოციალურ კავშირებზეც გლობალურ თაღლითობასთან დაკავშირებულ Milton group-ის ათობით თანამშრომელთან.
ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არასრული სიუჟეტის გავრცელებას ამჯობინეს, მოამზადონ მასალა ყველა დეტალით, მათ შორის, დავით კეზერაშვილის კომენტარითა და ინფორმაციით იმ ჟურნალისტების შესახებაც, ვინც BBC Eye-ის ამ საგამოძიებო სიუჟეტისთვის იმუშავა.
ბაჯელიძე ამბობს, რომ:
- ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმისთვის ორი განსხვავებული ჯგუფი მუშაობს.
- ზოგადი სტანდარტით, სოციალური მედიის არხებზე აქვეყნებენ ახალ ამბებში გასული სიახლეებს, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ციფრული ახალი ამბების სარედაქციო ჯგუფი ამბის განსხვავებულად გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს.
დავით კეზერაშვილის პოზიცია:
ბიზნესმენმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, BBC-ის გამოძიების საპასუხოდ განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
- ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალას მოხსენიებს, როგორც ინტერპრეტირებულს, მცდარს.
- აპირებს, გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები, რომლითაც "BBC-ის პლატფორმაზე გასულ მასალაში მასთან დაკავშირებულ უზუსტობას" დაამტკიცებს.