10.05.2023
რა ხდება?
როგორ სტუდია მონიტორის რედაქტორმა, ნინო ზურიაშვილმა გვითხრა, NCDC-ის პიარმა მეილში შემთხვევით მიუთითა პირი, რომელიც მათი თანამშრომელი არ იყო და ინფორმაციამ გაჟონა.
- მისი შეფასებით, ეს სქრინი არის მტკიცებულება, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდე ხელისუფლების პოლიტიკას აჩვენებს.
- სტუდია მონიტორი ნინო მამუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული მიმოწერა არ დაადასტურა.
- “ძალიან დაიბნა, ძალიან შეშფოთდა და არ ვადასტურებო, ესღა მოახერხა და თქვა”, - ამბობს ზურიაშვილი.
- ნინო მამუკაშვილი დაკავშირება მედიაჩეკერმაც სცადა, თუმცა ზარებს არ პასუხობს.
“ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ ასე ამოგიჩემებს ხელისუფება ორგანიზაციას, მხოლოდ იმის გამო, რომ კრიტიკული ვართ”, - გვითხრა ზურიაშვილმა - "როცა ინფორმაციას ვითხოვთ ტიპურად ასე ხდება - პრესცენტს რომ ვეხმიანებით, გვეუბნებიან, რომ თვენი ინფორმაცია მზადაა, მერე უცებ გვეუბნებიან, რომ ხელმოსაწერადაა შესული და მალე იქნება. ამას როგორც კი გვეტყვიან, მეორე დღიადან არც ინფორმაცია მოდის და პრესცენტრებიც გვბლოკავენ”.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
- მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება ჰქონდეთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, რათა შეძლონ მიმდინარე პროცესების კონტროლი.
- ჟურნალისტის საქმიანობიდან გამომდინარე ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფორმაცია არის მასობრივი კომუნიკაციის მთავარი ღირებულება.
- დღეს, საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით გართულებულია კრიტიკული მედიისთვის.
- ეს საკითხი განხილულია "ევროპული კომისიის" 2022 წლის დასკვნაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა და პროცესების გამჭვირვალობა.