14.07.2023
პრობლემაა, რომ: თავდასხმის შემდეგ, დაშავებული ჟურნალისტები "მედიაჩეკერთან" საუბრისას რამდენიმე პირზე მიუთითებდნენ, რომლებიც მათ პროფესიული საქმიანობის მიზნით თავს დაესხა, მათ შორის იყვნენ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები და ადგილობრივი საჯარო მოხელეები, თუმცა, საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
დეტალები:
გამოძიების მიხედვით,
- ბრალდებულმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ფორმულას" ოპერატორს, სულხან ჭკადუას.
- აგრესიული ქცევით, სიუჟეტის ჩაწერის საშუალება არ მისცა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, ნათია წითელაურს და "მთავარი არხის" ჟურნალისტს — ია გულიაშვილს.
რა მოხდა საგარეჯოში 6 ივლისს?
ჟურნალისტები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციას აშუქებდნენ, როდესაც მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ თავს.
- ია გულიაშვილმა, ჟურნალისტმა და "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობდნენ არამხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, არამედ ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.
- "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაუზიანეს აპარატურა.
საგარეჯოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ დეტალები აქ