04.10.2023
რა მოხდა:
- მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
- შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
- 28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ თავად იყო თავდამსხმელი - ის იმავე დღეს დააკავეს.
- 29 ივნისს გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
სხვა დეტალები
საქმის გამოძიება, მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მთელი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულის მხარე ითხოვდა გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარმართულიყო.
- 5 ივლისს ფორმულაში თქვეს, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია.
- 6-ში კი გენპროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებია და არა შსს-ს.
- საგამოძიებომ საქმე დახურულად გამოაცხადა 11 სექტემბერს, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.