26.01.2024
“მთავარი არხის” ვებგვერზე გამქრალი იყო ნიუსები და ეწერა — “Hacked by niggers”. რას შეეხება “ფორმულას”, საიტზე შესვლისას აწერდა, რომ გათიშული იყო.
დეტალები:
- “მთავარ არხზე” კიბერთავდასხვმა გუშინ, 25 იანვარს მოხდა, საიტზე თავდასხმა დილის საათებში დაიწყო და წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი. ამ დროისთვის ვებგვერდი მუშაობს.
- რაც შეეხება “ფორმულას” ის დღეს გაითიშა და ამ დროისთვისაც შეფერხებით მუშაობს.
"ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს", — ნათქვამია ფორმულას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა
კიბერშეტევა იყო პრეზიდენტის ვებგვერდზე. საიტზე შესვლისას იყო თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“. საიტი ამ დროისთვისაც [12:00] გათიშულია.
- COZY BEAR ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც დასავლეთის ცნობით, ეფესბეს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
ტელევიზიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის შესახებ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს — მათი პასუხის შემთხვევასი მასალა განახლდება.