31.01.2024
რა მოხდა:
- აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, იმავე დღეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის დროს ხელი შეუშალეს “მაუწყებლის” ჟურნალისტებს.
ჟურნალისტის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 25 იანვარს გაიმართა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება. მისივე თქმით, საქმეში იყო პოლიციელის ცრუ ჩვენება.
- ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მოსამართლე ცნობილია ამ ტიპის უკანონო გადაწყვეტილებებით.
- მთივლიშვილი გეგმავს საქმე შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივროს, საბოლოოდ კი აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ასევე ჯარიმა დააკისრა 2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებულ “პუბლიკასა” და “ტაბულას”.