02.02.2024
პრიზი წელს 7 კატეგორიაში გაიცა, ხოლო ნომინაციაში „ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ პრიზი არ გაიცა, რადგან ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.
გამარჯვეულები არიან:
კატეგორია 1: საუკეთესო სტატია ბეჭდურ, ან ელექტრონულ მედიაში- გამარჯვებული: ლანა კოკაია, რადიო თავისუფლება
- ნამუშევარი: როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე
კატეგორია 2: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში
- გამარჯვებული: სესილი ბოჭორიძე, ტელეკომპანია "ფორმულა"
- ნამუშევარი: დაუსრულებელი გზა აფხაზეთამდე
კატეგორია 3: საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
- გამარჯვებული: გიორგი მგელაძე, რადიო თავისუფლება
- ნამუშევარი: ორი გვარი, ორი რელიგია - ლევან მამალაძისა და ლუგანსკელი სეპარატისტების ამბები
კატეგორია 4: საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში
- გამარჯვებული: მარიამ ნატროშვილი, ინდიგო
- ნამუშევარი: კულტურა და კონტროლი
კატეგორია 5: საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში
- გამარჯვებული: ანასტასია ბახტურიძე, ინდიგო
- ნამუშევარი: სადილი სკოლაში
- გამარჯვებული: მამუკა ყუფარაძე და თანაავტორი მადინა გაგლოვა, სტუდია "რეს"
- ნამუშევარი: კონფლიქტის ჩრდილქვეშ
კატეგორია 7: ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
- გამარჯვებული: ზურაბ ცერცვაძე, Agency France Press
- ნამუშევარი: AFP
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.