15.05.2024
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორს, გიორგი
ჟამერაშვილს გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა ხელკეტი
დაარტყა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
გიორგი ჟამერაშვილის განცხადებით, მომხდართან
დაკავშირებით ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.
წყარო: „სტუდია მონიტორი“.