დღეს, 28 მაისს საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ
შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე
დაიწყება. ვეტო დაძლეულად რომ ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ
76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს.
11:00 საათიდან რუსული კანონის გასაპროტესტებლად საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები იკრიბებიან.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია 17:00 საათზეც.
საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ისევე როგორც რუსული კანონის ყველა საკომიტეტო და პლენარული განხილვის დროს, დღესაც არ უშვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 27 მაისიდან მის
მოხსნამდე საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე
მოქმედებს, რაც ვიზიტორთა შეზღუდვას გულისხმობს.
„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების
აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო
ღონისძიებების დასრულებამდე“, - წერია პარლამენტის ოფიციალურ
განცხადებაში.