ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ
სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და პირველ ეტაპზე სარჩელს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ.
"Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ეს კანონი ვრცელდება, მოუწოდებს სარჩელს შეუერთდეს და ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს.
"თუ გსურთ იყოთ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსა ან/და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა უნდა შეავსოთ შემდეგი ბმული:
ინფორმაციის გამოგზავნის შემდეგ შეგეხმიანებით სარჩელისთვის/საჩივრისთვის საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით.
ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2024 წ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში