31.10.2024
„ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ (SJP) საქართველოში
ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას
ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დაშინების მცდელობაც.
„ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა“ ოფიციალურ განცხადებაში 10-მდე მედიასაშუალების წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებს აღწერს.