13.11.2024
მედია „აპრილის“ ფოტორეპორტიორს, ვახო ქარელს ქალთა საპროტესტო
მსვლელობის გაშუქებისას სამართალდამცავმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი
შეუშალა.
როგორც „აპრილი“ წერს, ქარელმა პოლიციელს არაერთხელ განუმარტა, რომ მედიის წარმომადგენელი იყო, საპასუხოდ კი სამართლდამცავმა ფოტორეპორტიორს უთხრა: „მერე რა რომ ჟურნალისტი ხარ, თავხედი არ უნდა იყო“.
„აპრილის“ ცნობით, ვახო ქარელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. საგამოძიებო უწყებას დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.
დღეს, 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ქალების აქცია - „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გამართეს საპროტესტო მსვლელობაც.