ფოტო: Mo Se
აღმაშენებლის ხეივანზე, საპროტესტო მსვლელობისას ტელეკომპანია
„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა
დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანიაც
ავრცელებს.
„კონკრეტული სახელებით და გვარებით არ შემიძლია, რომ გითხრათ. შემიძლია გითხრათ, რომ სამი პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული“, - განუცხადეს „მედიაჩეკერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცესკოს შენობასთან დაწყებული აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ხალხის მცირე რაოდენობის გამო, გზის გადაკეტვის უფლება არა აქვთ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.