19.11.2024
„მედიაომბუდსმენი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.
„მედიაომბუდსმენმა“ მედიის წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა.
დღეს, 19 ნოემბერს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა. ტელეკომპანია “მთავარის” ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს.
- სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს
- სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს
- ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი • Mtavari Arkhi ოპერატორი სერგი ბარამიძე
- სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა • Publika ჟურნალისტს მინდია გაბაძეს