6 დეკემბრიდან განახლებული მონაცემები
28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას
პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის
წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი
ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ
სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა,
ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და
გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა
წაართვეს აღჭურვულობაც.
აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი
პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში
გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და
საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული
მედიის წარმომადგენლების განახლებადი სია:
7-8 დეკემბერი:
„TV პირველი“
- მაკა ჩიხლაძე, ჟურნალისტი და გიორგი შეწირული, ოპერატორი. ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული და ნიღბიანი უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. თავდასხმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ბესიკის ქუჩის 4 ნომერთან მოხდა. როგორც „ტვ პირველი“ წერს, მძიმედ დაშავდა ოპერატორი. გიორგი შეწირულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. დაზიანებები სახის არესა და სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება მაკა ჩიხლაძესაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „გატაცებულია "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა“. „კადრებით დასტურდება, რომ ჯგუფური ანგარიშსწორების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ“, - წერს „ტვ პირველი“.
6-7 დეკემბრის ღამე:
„მთავარი არხი“
- დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი - „მთავარი არხის” ინფორმაციით, მამისეიშვილს სპეცრაზმელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაურკვეველი ნივთი ესროლა.
- ბექა ყორშია - „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და წამყვანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 8 დეკემბერს ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.
OC Media
- მარიამ ნიკურაძე, ჟურალისტი - OC Media-ს ინფორმაციით, გამოცემის დამფუძნებლი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე, შესაძლოა, იმ ადამიანების სიაში იყოს, ვის დაკავებასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გეგმავს. მარიამ ნიკურაძემ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო და ნახა კიდეც სია, რომელშიც 48 გვარი და პირადი ნომერია შეტანილი.
„პალიტრა ნიუსი“
- მარიამ მაზიაშვილი, ჟურნალისტი - მისი თქმით, სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი,“ - ამბობს მარიამ მაზიაშვილი.
. TOK TV-ის ინფორმაციით, JRC-ის გადამღებ ჯგუფს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაკავებაც სცადეს.
Кавказский Узел
. ბესლან კმუზოვი, ჟურნალისტი - ბესლანის
განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა,
როდესაც მას აკავებენ: “2019 წელსაც დამაკავეს ე.წ “გავრილოვის
ღამეს”… ჟურნალისტი 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ
გაათავისუფლეს. კმუზოვის დაკავების შესახებ
“ეხო კავკაზაც” წერს.
6 დეკემბერი
„პუბლიკა“
- მინდია გაბაძე, ჟურნალისტი - გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, „ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის" ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების" „ტიტუშკა" ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია.“
5-6 დეკემბრის ღამე:
„პუბლიკა“
- ნათია ამირანაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი, ჟურნალისტები - პოლიციამ მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. „ისინი აქციის მონაწილეების დაკავების გადაღებას ცდილობდნენ. ჟურნალისტისთვის ეცადნენ ტელეფონის წართმევასაც“, - წერს „პუბლიკა“.
4-5 დეკემბრის ღამე:
„ტვ პირველი“
- ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი, პაპუნა ხაჩიძე ოპერატორი - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია. „შავრაზმელებმა იძალადეს ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა“, - წერს „ტვ პირველი“.
4 დეკემბრი
„მთავარი არხი“
- ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ციცქიშვილი პარტია „ახალის“ დამფუძნებლისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას აშუქებდა.
3-4 დეკემბრის ღამე:
„ფორმულა“
- თედო ქვაჩახია, ოპერატორი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. ქვაჩახია კლინიკაში გადაიყვანეს, მას ტვინის შერყევა აქვს.
- სალომე ბოკუჩავა, ჟურნალისტი - ბოკუჩავას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ შავებში ჩაცმულმა სამართალდამცველმა, რომელსაც შესაბამისი აღმნიშვნელი ატრიბუტიკა არ ჰქონდა, ხელი ჰკრა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა.
- ლუკა ტყებუჩავა, ჟურნალისტი, მიშო მარტაშვილი, ოპერატორი- ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ტყებუჩავას გაზის ორი ყუმბარა მოხვდა. ის და მისი ოპერატორი, მიშო მარტაშვილი დაზიანებებს გადაურჩნენ“.
„პირველი არხი“
- ბესო გაფრინდაშვილი, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას პიროტექნიკით დაშავდა. „ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა, დამატებითი კვლევისთვის ის კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული“, - წერს „პირველი არხი“.
2-3 დეკემბრის ღამე:
„სტუდია მონიტორი“
- ნინო რამიშვილი, ჟურნალისტი - ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".
„პირველი არხი“
- თეო ხუბულავა, ჟურნალისტი, ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი ოპერატორები - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.
„მთავარი არხი“
- გივი მჭედლიშვილი, ოპერატორი - ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თქვა, რომ ოპერატორი შეუძლოდ გახდა.
„TV პირველი“
- როგორც „ტვ პირველი“ წერს, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების დროს დაზიანდა "ტვ პირველი" სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "გომელაურის ომონს" იერიში მიაქვს "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურაზე რათა, გაგვეთიშოს პირდპირი ეთერის სიგნალი და ვეღარ შევძლოთ მოვლენების ეპიცენტრიდან მაუწყებლობა“.
„ჩაიხანა“
- ნატალი ჩხარტიშვილი, აქციას აშუქებდა, როგორც პრესის წარმომადგენელი - შსს-ს ძალებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში, მას ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი. მოგვიანებით, მას ასევე უყვიროდნენ,რომ გამოერთო კამერა. ჩხარტიშვილის მიერ გადაღებულ მეორე ვიდეოში ჩანს, სხვა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაც.
JRC
-
ბაქარ ყვავაძე, ოპერატორი - „მედიაჩეკერისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ყვავაძეს გაზის კაფსულა წვივში მოხვდა.
სხვა შემთხვევები:
„ინტერპრესნიუსი“
- ვანო გორგიშვილი, ფოტოგრაფი - გორგიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე 2 დეკემბერს დაწერა, რომ „30 ნოემბრის დილის 2-3 სთ-ზე მერიოტთან შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს [მელაძე] 4 მოხვდა. მე, საბედნიეროდ, 1 პატარა და მუხლთან“. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტოც.
უცხოელი ჟურნალისტი
- ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი - Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.
1-2 დეკემბრის ღამე:
„რუსთავი 2“
- გიორგი ნერგაძე, ოპერატორი - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. როგორც ტელეკომპანია წერს, მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. ნერგაძეს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაუწიეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- თამთა ჩიტიშვილი, ჟურნალისტი - „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. ტელეკომპანია წერს, რომ მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.
„TV პირველი“
- ნიკო კოკაია, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება დასჭირდა.
- „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.
„პუბლიკა“
- ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი - „პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიცია გამოცემის ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. “ჟურნალისტი კედელზე მიანარცხეს, რა დროსაც გააგდებინეს ტელეფონი”, - წერს “პუბლიკა”.
„მაუწყებელი“
- გიორგი ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი - „მაუწყებლის“ ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი დაიჭირეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.
OC Media
-
მარიამ ნიკურაძე, OC media-სთანადამფუძნებელი და ჟურნალისტი - ნიკურაძე წერს: „კიდევ ერთი კამერა დამიზიანდა :)) მაკავებდნენ ცრემლსადენი გაზის ბუღში. ჟურნალისტი ვარ-თქო, გამიშვა და მიმახეთქა კედელს კამერიანად. საბედნიეროდ, მარტო ეკრანი დაზიანდა“.
„მედია აპრილი“
- გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი - „მედია აპრილის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ“, - წერს „მედია აპრილი“.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
- მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი - მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა.
30 ნოემბერი - 1 დეკემბერი
„TV პირველი“
- გიორგი შეწირული, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავდა აქციის გაშუქებისას.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
- ირაკლი გედენიძე, ფოტორეპორტიორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირაკლი გედენიძეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე აღმოუჩინა.
POSTV
- გურანდა ბილიხოძე, ჟურნალისტი - „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა. გუშინ, „პუბლიკას ჟურნალისტმა, ბასტი მგალობლიშვილმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზეც დაწერა: „გასროლის შემდეგ კივილი რომ გავიგონე, გავიქეცი და რომ მივედი, ჩიხში იწვა, აქციის მონაწილეები ფეხზე სითხეს ასხამდნენ და ეხმარებოდნენ. კატეგორიულად ითხოვდა მისთვის სახეზე არავის გადაეღო. სასწრაფოს მანქანაში რომ აიყვანეს, სახეზე ვიცანი. ახლა წერს, რომ აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაზიანდა და დეზინფორმაცია გავავრცელეთ“.
„ფორმულა"
- ოპერატორი- „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი.
- გადამღები ჯგუფი - ტელეკომპანია „ფორმულას“ინფორმაციით, ჩანს, რომ მათი გადამღები ჯგუფი წყლის ჭავლში მოჰყვა.
„მთავარი არხი“
-
ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი - ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი ციცქიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
„რადიო თავისუფლება“
-
ბექა ბერაძე, პროდიუსერი - ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა.
ფოტოგრაფი
- ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ფოტოგრაფი - ონლაინ გამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
29-30 ნოემბრის ღამე:
„TV პირველი“
- მარიამ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი - თავზე მძიმე დაზიანება მიიღო. ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
- პაპუნა ხაჩიძე, ოპერატორი - ის პროფესიულ მოვალეობას მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად ასრულებდა;
„რეალპოლიტიკა“
- აკა ზარქუა, ჟურნალისტი - შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „რეალპოლიტიკის“ რედაქტორს, აკა ზარქუას. ათამდე სპეცრაზმელმა ის წრეში მოაქცია და წიხლებით სცემა, მათმა მეთაურმა კი ზარქუასთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვა სცადა. მას წაართვეს აირწინაღიც.
„პუბლიკა“
-
ანა მსხალაძე, ჟურნალისტი - სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მსხალაძე ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.
„ფორმულა“
- გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს.
- ნუცა ბახუტაშვილი, ჟურნალისტი, ირაკლი ბართავა, ოპერატორი - პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
- „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაუზიანდა ტექნიკაც. ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ თედიაშვილმა აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა. თედიაშვილმა ჩართვისას აღნიშნა ისიც, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფი
-
გიორგი გამგებელი, ფოტოგრაფი - პოლიციელები ფიზიკურადგაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა.
28-29 ნოემბრის ღამე
„TV პირველი“
- ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს;
- დავით ბიჭიკაშვილი, ოპერატორი - სავარაუდოდ, შეასხეს წიწაკის სპრეი.
- გიორგი შეწირული, ოპერატორი - სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა;
- ანა მდივანი, ჟურნალისტი - „...წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი სახეში შემესხა - მასში გარეულია [სხვა ნივთიერება]... დამწვრობა მაქვს ყველგან, სადაც მომხვდა ეს სითხე“, - წერს „მთავარი არხი“.
- ნიკო კოკაია, ოპერატორი - Video | Facebook დაშავდა აქციის გაშუქებისას.
„მთავარი არხი“
- დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი - დაშავდნენ აქციის გაშუქებისას.
- ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი (1) Video | Facebook - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში. პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- დავით კობიძე, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, ლუკა ბაჩილავა - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
„ფორმულა“
- გურამ როგავა, ჟურნალისტი - სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი. გურამ როგავას ფიზიკური დაზიანების მიყენებამდეც შეუშალეს ხელი, მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს პოლიციელებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
- გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას;
- ხატია სამხარაძე, ჟურნალისტი - ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას (1) Video | Facebook
- თედო ქვაჩახია, ოპერატორი - დაშავდა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
„რადიო თავისუფლება“
- დავით ცაგარელი, ჟურნალისტი - პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო; Video | Facebook
- სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას, ქაშვეთთან. ფეხი აქვს ნაღრძობი.
- დავით ქორიძე - იძალადეს ფიზიკურად.
- ილია რატიანი და ზუკა ხიდაშელი, ოპერატორები - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
Current Time
- გიორგი ჭუმბურიძე, „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის - Current Time ოპერატორი. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შსს-ის ძალებმა შეუშალეს.
„პუბლიკა“
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. დასჭირდა ცხვირის ოპერაცია.
- ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება.
- მინდია გაბაძე, ფოტორეპორტიორი - დააზიანეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
- ბასტი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი - მას მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი.
OC Media
- მარიამ ნიკურაძე, ონლაინ გამოცემა “OC Media” - მიუშვირეს წყლის ჭავლი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
„ნეტგაზეთი“/ „ბათუმელები“
- გივი ავალიანი, ჟურნალისტი - როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, მას წიწაკის სპრეი შეასხეს.
JAMnews
- იულია კალაბანო, ფოტორეპორტიორი - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და დაარტყეს წიხლი;
„სტუდია მონიტორი“
- ნინო წვერავა, ჟურნალისტი - პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს;
- ნინო შუბითიძე, ჟურნალისტი - შეასხეს წიწაკის სპრეი;
- გიორგი ბარამიძე, ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა.
„პირველი არხი“
- დავით ბეჟანიშვილი, ჩართვის ოპერატორი - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა აქციაზე.
„რუსთავი 2“
- ჟურნალისტი - როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, დაშავდა წყლის ჭავლით.
„პროექტი 64“
- გიორგი გოგუა - პოლიციელებმა ფეხი ჩაარტყეს.
„აჭარის ტელევიზია“
- ნინო ლორჩოშვილი, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას;
„ ექსპრესნიუსი“
-
ირაკლი მანაგაძე, ჟურნალისტი - სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
სხვა შემთხვევები:
- ტბელ აბუსერიძე, ფოტოგრაფი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
- გერმანელი ჟურნალისტი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ფოტოში ჩანს, რომ მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა.
TOK TV
- ფილიპე წერეთელი, ჟურნალისტი - დაზარალდა გაზის კაფსულის სროლის შედეგად. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ცრემლსადენი ხელყუმბარები მიზანმიმართულად ისროლეს: ,,გამოუშვეს დაახლოებით 5 კაფსულა. ბესიკის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ, დაახლოებით 5-7 კაცი. იმ დროს იქ აქციის მონაწილეები არ იყვნენ“.
მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის დამატებითი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „მედიაჩეკერის“ ფეისბუკ გვერდზე ან დაგვირეკეთ: 557 992 490