10.12.2024
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შაბათის ფორმულასთან“ 3-წლიანი დავა
წააგო. საქმე სიუჟეტების იმ ციკლს ეხებოდა, რომელიც პოლიციას
პროსტიტუციის ბიზნესში მონაწილეობაში ამხელდა.
„კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურებოდა.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ „შაბათის ფორმულას“ პოლიციელის, გ.ღ-ს სახელით სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში დაიბარეს „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც სასამართლოს საქმის გარშემო დეტალური ჩვენება მისცა, მათ შორის აღუწერა სიუჟეტის გაკეთების პროცესიც.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ გამოიტანა“, - წერს „ფორმულა“.
იხილეთ სიუჟეტები: