კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
27 ივნისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს,მიშა მშვილდაძეს.
როგორც ის ამბობს, შეამჩნია ორი პირი, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, ისინი მარკეტში შესვლისას მშვილდაძეს უკნიდან დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს სახის არეში:
"ყურსასმენები მეკეთა, მუსიკას ვუსმენდი არც გამიგია თუ მანამდე რამე დამიძახა, გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ვეჭვობ, რომ ერთერთი მათგანი იყო, რომელიც გამომეკიდა და შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა … როცა ყურსასმენი მომძვრა გავიგე, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი.." - განაცხადა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში "ფორმულას" ეთერში.
მიშა მშვილდაძემ გვითხრა, რომ:
ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა" - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
შემთხვევას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი,ლევან იოსელიანი. ის მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, "რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო".
როგორც მშვილდაძემ გვითხრა მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ, საქმის მასალაშია ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავდამსხმელი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკავებია.

- თავდამსხმელების მიზანი იყო, "დაერტყათ მხოლოდ სახის არეში და მეტი არსად";
- ხელისუფლება ცდილობს, შექმას წარმოდგენა, თითქოს, საზოგადოებაში ბუნებრივად არის შექმნილი ასეთი ისტერიული და აგრესიული ფონი, — "რაც რეალობასთან ახლოს არ არის".
- თავდამსხმელებიც და ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ერთი და იმავე დავალების შემსრულებლები არიან: მაღალჩინოსნებს ეუბნებიან, რა პროპაგანდისტული გზავნილებით წაახალისონ ძალადობა, თავდამხმელებს კი იმას, თუ ვის დაარტყან.
ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა" - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
შემთხვევას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი,ლევან იოსელიანი. ის მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, "რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო".
როგორც მშვილდაძემ გვითხრა მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ, საქმის მასალაშია ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავდამსხმელი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკავებია.
28.06.2023
ვრცლად