06.06.2016
O ფოტო გადაღებულია მოსკოვის არხთან. ფოტოზე სტალინის გვერდით გამოსახულია ნიკოლაი ეჟოვი, სტალინის მარჯვენა ხელი და მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელი. თუმცა, მოგვიანებით მან სტალინის ნდობა დაკარგა და 1939 წელს დააპატიმრეს. ეჟოვი ფოტოდანაც გაქრა.
O ფოტოზე გამოსახულია ლენინი, რომელიც 1920 წლის 5 მაისს, მოსკოვის დიდი თეატრის წინ წითელი არმიის დანაყოფებს სიტყვით მიმართავს. მას ტრიბუნის კიბეზე მდგარი ტროცკი და კამენევიც უსმენენ. სტალინმა, რომელიც ლენინის ერთადერთ პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს, ლენინის გვერდით გამოსახული ტროცკის ფოტოდან ამოშლა ბრძანა. შერისხულთა სიაში კამენევიც მოხვდა.
O ფოტო 1917 წელსაა გადაღებული. მაღაზიის წარწერა: „საათები, ოქრო და ვერცხლი“, რომელიც ფოტოზეც მოხვდა, „გარედაქტირდა“ და იქცა რევოლუციურ მოწოდებად: „იბრძოლე შენი უფლებებისთვის“
O პირველად ვარიანტში ზემოდან მარცხნივ ალექსანდრე მალჩენკო დგას. ფოტოს გადაღების დროს ის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მოგვიანებით, მალჩენკო სახელმწიფო საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს და ფოტოც გარედაქტირდა - მისი გამოსახულება წაიშალა. მანიპულაციამდე მანიპულაციის შემდეგ
O ფოტოზე, სადაც რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის პროცესია გამოსახული. წითელი არმიის ჯარისკაცს ხელზე სავარაუდოდ მაროდიორობის გზით მოპარული საათი ეკეთა. ფოტოების რეტუშირების დიდოსტატმა ევგენი ხალდეიმ ჯარისკაცს მაჯიდან საათი გაუქრო.