"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო.
მაკა გვიყვება ფიქსერობით დაწყებულ კარიერაზე, როგორ მოხვდა
Reuters-ში და რატომ უთხრა თავდაპირველად უარი მათ შემოთავაზებას.
საუბრობს ჟურნალისტიკაში ზოგადი განათლების პრობლემაზე, ემოციურობაზე,
ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ პირველ სატელევიზიო ინტერვიუზე, ირაკლი
ღარიბაშვილთან კამათსა და საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის
შეთავაზებაზე.
მაკა ანთიძე გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მიუდგეთ რთულ რესპონდენტებს და რა უნდა გაითვალისწინოთ ჟურნალისტიკაში მიზნის მისაღწევად და როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი.
მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე
"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია,
რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი
შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ
წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ
გვიყვებიან.
ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან
გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის
ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ
ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო
მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?
ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა,
საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია,
განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი
ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.