"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია.
“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და Sundance-ის კინოფესტივალებზე.
ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.
მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე
"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია,
რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი
შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ
წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ
გვიყვებიან.
ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან
გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის
ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ
ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო
მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?
ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა,
საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია,
განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი
ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.