კანის კინოფესტივალზე სერებრენიკოვს ქართველმა ჟურნალისტმა კითხვა რუსულ კანონთან დაკავშირებით დაუსვა
20.05.2024


კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რუს კინორეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა, ანანო ბაკურაძემ დაუსვა.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში კირილ სერებრენიკოვის ფილმი “ლიმონოვი: ბალადა” მონაწილეობს. 

სერებრენიკოვს რუსეთში შემოქმედებითი საქმიანობა აკრძალული აქვს. მან ქვეყანა 2022 წელს დატოვა.

რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა თბილისში მცხოვრებმა რუსმა მსახიობმა, ვიქტორია მიროშნიჩენკოვმაც.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ