კატეგორია: ბლოგი

"უკრაინის ომმა შეცვალა მსოფლიო", ვკითხულობთ ბრიტანული გამოცემა "The Guardian"-ის ყველა სტატიის, რომელიც ომს შეეხება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათი ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობენ და ამ თემაზე 5 000-ზე მეტი სტატია აქვთ გამოქვეყნებული.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "The Guardian" ავტორიტეტული გამოცემაა, 2016 წლიდან, ფინანსური კრიზისის გამო, მათაც მოუწიათ მკითხველისთვის შემოწირულობების თხოვნა. "გარდიანის" სტატიები უფასოდაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც, ბუნებრივია სჯობს ე.წ. "ფეივოლის" პრინციპს, როდესაც თუ არ გადაიხდი, მასალის დიდ ნაწილზე წვდომა გეზღუდება.

"სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, "The Guardian"-ს არ ჰყავს მეწილეები და არც მილიარდელი მფლობელი" - წერია დონაციის თხოვნის წერილში. გარდიანს აქვს სანრეზერვო ფონდიც, რომელსაც ისინი ფინანსური კრიზისი დროს იყენებენ, თუმცა სხვა გამოცემები ასეთი "იღბლიანები" არ არიან და დღემდე წნეხის ქვეშ არიან ციფრულ სამყაროში ტრადიციული მედიის დაღმასვლის პროცესში.

სოციალური მედიისა და ე.წ "ქლიქბეითების" განვითარებამ გამოიწვია სარეკლამო შემოსავლებისა და ბიუჯეტის შემცირება, თანამშრომლების გათავისუფლება და ხარისხიანი კონტენტის სიმცირე. მედია გარემომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც გავლენა იქონია, როგორც აუდიტორიაზე ასევე ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიღების მათთვის სასურველ მეთოდებზე.

პოლიტიკურმა პოლარიზაციამ დამატებითი ზეგავლენა იქონია აუდიტორიაზე. მიკერძოებული გაშუქება სანდოობას აკარგვინებს მედიას, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი რგოლი იყო მოსახლეობის ინფორმირებისა და მაღალჩინოსნებისთვის მათი ანგარიშვალდებულების შესახსენებლად.

დამატებით, ხელოვნური ინტელექტის მზარდი პოპულარობის შედეგები და პოტენციური გამოწვევები კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 2009 წელს, ტექნოლოგიური სიახლეების ჟურნალისტმა კლეი შირკიმ სწორედ ეს გამოწვევები იწინასწარმეტყველა. ამ პრობლემის წინაშე, ის პლატფორმებიც კი დგანან, რომლებიც მხოლოდ ციფრულ სივრცეში ავრცელებენ მასალას. VICE გაკოტრების პირასაა, VOX-ს იმავე მიზეზით თანამშრომლების შემცირება მოუწია, Buzzfeed-მა კი მათი ახალი ამბების დეპარტამენტი დახურა.

მსგავსი პრობლემები ქართულ მედიასაც აქვს. ტელევიზიას ჯერაც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, თუმცა პოლარიზაცია და მიკერძოებულობა მათთვისაც მთავარი გამოწვევაა, ამიტომ დამოუკიდებელი გაშუქებისა და მნიშვნელოვანი ამბების საზოგადოებისთვის მიწოდება მხოლოდ ონლაინ გამოცემების "პასუხისმგებლობად" რჩება. ეს გამოცემებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ - ისინი საერთაშორისო დონორებზე არიან დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა მისასალმებელია და, ის ახალი, ტრადიციულზე უფრო ინოვაციური პლატფორმების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, საკმარისი მაინც არ არის. კერძოდ, საელჩოები და საერთაშორისო მედია ორგანიზაციები საგრანტო წინადადებებში კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ "მდგრადობას". ეს გასაგებიცაა, რადგან დამოუკიდებელ ფინანსებს მედიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს რეალობად იქცეს.

სამაგიეროდ, საერთაშორისო დონორები აგრძელებენ ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მხოლოდ გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და ძირითადად კონკრეტული მიზნით იქმნება ან მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირდება. ასეთ შემთხვევებში, თანამშრომლებს მხოლოდ გარკვეული დროით ასაქმებენ, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ, უბრალოდ სამსახურის გარეშე რჩებიან. ეს თავის მხრივ აზიანებს კონტენტსაც, რადგან არ არის მუდმივი.

იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა გრძელვადიან და მრავალფეროვან ხარისხიან მასალაში დაბანდდეს, დონორების ფოკუსი ვიწრო და მხოლოდ ონლაინ ნახვების რაოდენობაზე რჩება დამოკიდებული. მაშინ როდესაც, ნახვების რაოდენობის გაზრდა ე.წ "ბუსტის" (სოციალური ქსელის რეკლამის) საშუალებით შეიძლება და ეს რეალურ ჩართულობას შეიძლება არც გამოხატავდეს. აუდიტორიის ჩართულობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა ამისთვის საჭიროა ბევრი და ხარისხიანი მასალის გამოქვეყნება, რისთვისაც დონორების დაფინანსება საკმარისი არ არის.

მეორე მხრივ, საინფორმაციო ველი წალეკილია დეზინფორმაციითა და მისინფორმაციით.

ზოგიერთი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს. გასულ წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ, მხარი დაუჭირა პარიზში საზოგადოებრივი ინტერესების მედიის საერთაშორისო ფონდის (IFPIM) შტაბ-ბინის გახსნას და პირობა დადო, რომ ამისთვის 2024 წლამდე 15 მილიონ ევროს გამოყოფდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2021 წლის დეკემბერში, IFPIM-ის დაფინანსებისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო, მიზანი 10 წელში მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა.

მიმდინარე წლის 3 მაისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრესის თავისუფლების 30 წლის თავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ოფიციალურად ჩაეშვა მედიის საპილოტე პროექტები, რომელიც წინა წელს დაფინანსდა. სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, ჰქონდათ საშუალება წარედგინათ პროექტის კონცეფცია.

ეს კარგი სიახლეა, მაგრამ მაგრამ გლობალური კონკურენცია დიდი იქნება. თუ მედია უკეთეს ეკონომიკურ პირობებშიც, დამატებითი დახმარების გარეშე ვერ შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. დონორებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მედიის განვითარებაში, თუმცა მათ უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს და მოთხოვნა "მდგრადობაზე" შეარბილონ. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დემოკრატია და მედიის თავისუფლება ერთბაშად, მარტივად მიიღოს.


ონიკ ჯეიმს კრიკორიანი არის ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც რეგიონში 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის როგორც კონსულტანტი საერთაშორის მედიის სააგენტოებისთვის. მანამდე ის მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ისეთ რეგიონულ და ეროვნულ გამოცემებში, როგორიცაა The Bristol Evening Post, The Independent და The Economist.

კატეგორია: რესურსები
სამეფო კარის თამაშების პრექველზე მუშაობა შეჩერებულია - სცენარისტები გაფიცულები არიან ხელოვნური ინტელექტის გამო

რა ხდება?

  • ამერიკის სცენარისტთა გილდიის (WGA) წევრები, რომლებიც ფილმის, სატელევიზო, რადიო და ონლაინ მედიის სცენარებზე მუშაობენ 2 მაისიდან გაციფულები არიან.
  • სცენარისტებს, სურთ WGA-ს წევრებისთვის, ანაზღაურების გაზრდა, რადგან ხშირად ისინი წერენ ყველაზე პოპულარული გადაცემებისთვის.
"ჰოლივუდმა" WGA-ს შესთავაზა, რომ "მწერლებისთვის ანაზღაურება ღირსეულად გაზრდიდა", თუმცა "ამერიკის მწერალთა გაერთიანებამ" ეს არ წინადადება უარყო. ისეთი გადაცემები, როგორიცაა "Saturday Night Live" გაფიცვის გამო, ვეღარ იღებენ ახალ ეპიზოდებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპლექსური საკითხია, ერთერთი მთავარი თემა - ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • რეგულაციის გარეშე, ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მთლიანად შეცვლის კინოინდუსტრიასა და სატელევიზიო სამყაროს.
  • მიუხედავად იმისა, რომ WGA მზად არის, გამოიყენოს ისეთი Chat-GPT-ს მსგავსი ინსტრუმენტები, მოკვლევისთვის ან დამატებითი იდეებისთვის, არსებობს საფრთხე, ამის ნაცვლად ისინი შესაძლოა მთლიანად ჩაანაცვლონ ხელოვნური ინტელექტით.
  • შედეგად, გილდიის 11 500 წევრი უმუშევარი დარჩება.

დამატებით

  • ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კომპიუტერის მიერ გენერირებული სცენარი არ იქნება შემოქმედებითი სიღრმისეული, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ ადამიანს შეუძლია.
  • ასევე, AI უკვე ინტერნეტში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით "წერს", შესაბამისად, ერთი და დიდი შანსია, ერთი და იმავე შინაარსის სცენარები შეიქმნას.
  • თუმცა, ამ არგუმენტების საპირისპიროდ, სხვები, რომ ხელოვნური ინტელექტი პირიქით დაეხმარება სცენარისტებს მუშაობისაში.

"ამერიკელ მწერალთა გაერთიანება" მიიჩნევს, რომ Chat-GPT არც სცენარის ორიგინალური ვერსიის დასაწერად და არც უკვე არსებულის შესაცვლელად არ უნდა გამოვიყენოთ. და არც უკვე დაწერილი სცენარებით "ვკვებოთ", რომ მერე "წმინდად AI-ს დაწერილი ტექსტი" მივიღოთ.

გაფიცვის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ განსაზღვრავს გასართობი შოუების მომავალს.

რა მოხდება?
  • ჯერ არავინ იცის როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მწერალთა გაერთიანებასა და დამსაქმებლებს შორის, თუმცა დიდი ალბათობით, შეთანხმებას მიაღწევენ.
  • ამასობაში, შეჩერებულია ისეთი შოუების გადაღბა, როგორებიცაა "უცნაური ამბები" (Stranger Things) და "სამეფო კარის თამაშების" პრიქველი.
  • დროებით შეწყდა "Blade"-სა და გადაცემა "The Daily Show"-ს გადაღებებიც.
კატეგორია: რესურსები
წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ალგორითმის გამოყენებამ, გააჩინა საფრთხე და მოსაზრებები, რომ Youtube და Twitter ალგორითმს ძალადობრივი და ექსტრემისტული ჯგუფების ვიდეოების წასახალისებლად იყენებს. სწორედ ამ საკითხს განიხილავს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი იურიდიული ორგანო - აშშ-ს უზენაესი სასამართლო.

რა უნდა ვიცოდეთ?

უმაღლეს სასმართლოში ორი საქმე განიხილება:

  • თემნა Twitter-ის წინააღმდეგ.
  • გონზალესი Google-ის წინააღმდეგ.

ორივე შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს, შეიძლება თუ არა სოციალური მედიის პლატფორმების კანონიერი პასუხისმგებლობის დაყენება "ტერორიზმისთვის ხელშემწყობი" კონტენტის გავრცელებისა და მსგავსი შინაარსის მასალის გამომქვეყნებელი ანგარიშების წაუშლელობისთვის.

  • პირველი შემთხვევა, თემნა "ტვიტერის" წინააღმდეგ, 2017 წელს, ISIS-ის მიერ სტამბულის ღამის კლუბზე თავდასხმას შეეხება.
  • ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავებმა "ტვიტერს" უჩივლეს აშშ-ს ანტიტერორისტული აქტის დარღვევისთვის. ოჯახი ამტკიცებს, რომ პლატფორმა დაეხმარა ISIS-ს, რადგან ნება დართო მათ მხარდამჭერებს პოსტები გამოექვეყნებინათ ამ სოციალურ ქსელში.
  • საპასუხოდ, "Twitter"-ი აცხადებს, რომ მათ არ იცოდნენ ამ თავდასხმის შესახებ და უარყოფენ იმასაც, რომ ეს ტვიტერზე დაიგეგმა.

მეორე საქმე, ISIS-ის მიერ 2015 წლის პარიზის თავდასხმას შეეხება, რომელსაც 129 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი 23 წლის ამერიკის მოქალაქე ნოემი გონზალესი იყო.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

გამოცემა "Vox"-მა თავის სტატიაში ეს ფაქტები მოიხსენია როგორც "შემთხვევები, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის გადანადგურება", რადგან მოსალოდნელი კომპენსაცია სოციალურ ქსელებს ფინანსური პრობლემების შეუქმნის.

  • დამატებით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ შეიმუშაონ ალგორითმი, რომელიც ამოიცნობს არალეგალურ აქტივობას.
  • "ამ შემთხვევაში მსგავსი პროგრამით შესაძლებელი იქნებოდა, ISIS-ის წევრების ამოცნობა და პლატფორმიდან გაძევება, თუმცა რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ "ხელსაწყოს" სათავისოდ მსოფლიოს ავტორიტარული ლიდერები".

"Vox" განმარტავს, რომ დაცვის მექანიზმების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ინტერნეტმა დღევანდელი სახით არსებობა განაგრძოს".

რა მოხდება?

მიუხედავად იმისა, რომ გახშირდა ონლაინ პლატფორმების რეგულირების მოწოდებები, როგორც ჩანს უზენაეს სასამართლოს არ სურს ტექნოლოგიური გიგანტების გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, რადგან ეს ეჭვქვეშ დააყენებს ზოგადად ინტერნეტის არსს, მათ შორის ონლაინ კომერციას, მაშინ როცა თავად მოსამართლეები, მათივე დაშვებით, არ არიან ამ საკითხის ექსპერტები.

"აქ არ ზის ინტერნეტის 9 ექსპერტი" - განაცხადა ერთ-ერთმა მოსამართლემ, ელენა ქეიგენმა, სადაც იგულისხმება ის, რომ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავმჯდომარეა.
კატეგორია: რესურსები
აშშ-ში იუტას შტატში, დაამტკიცეს ორი ახალი კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს მშობლის თანხმობით ასაკის ვერიფიკაციას და შეზღუდული საათების დაწესებას "მოზარდის გასაკონტროლებელი" აპლიკაციით.

რა ხდება?

2024 წლის 1 მარტიდან, არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებზე მხოლოდ დაბადების თარიღის მითითებით ვეღარ დარეგისტრირდებიან და საჭირო იქნება, დამადასტურებელი დოკუმენტის, მაგალითად, პირადობის მოწმობა.

  • მშობლებს ექნებათ წვდომა მათი შვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებსა თუ სხვა ტიპის მასალებზე.
  • ახალ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ იუტას შტატის არასრულწლოვნებს არ ექნებათ წვდომა სოციალურ ქსელებზე საღამოს 10:30 დილის 6:30-მდე.
  • მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ სხვა შტატებშიც, მათ შორის არკანზასში, კონექტიკუტსა და მინესოტაში.
  • დამატებით, წარდგენილია ფედერალურ დონეზე დასამტკიცებლად ეროვნული კანონპროექტიც.
  • ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებისთვის ასაკობრივი ვერიფიკაციის მოთხოვნის დამატების საკითხს ევროკავშირიც განიხილავს.

რატომ გახდა საჭირო ასაკობრივი ვერიფიკაცია?

ამ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება პირდაპირ კავშირშია ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სოციალური ქსელების ნეგატიურ გავლენასთან, განსაკუთრებით, კიბერბულინგის, ასაკისთვის შეუსაბამო კონტენტისა და დამოკიდებულების გამოწვევების გათვალისწინებით.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელებში ასაკის დადასტურება მოზარდებს ზიანისგან დაიცავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

სოციალური მედიის პლატფორმებზე, მოზარდებს ასაკის დასადასტურებლად დასჭირდებათ ოფიციალური დოკუმენტებისა და მათ დასამოწმებლად სახის ამომცნობის გამოყენება.

  • "იმის დადასტურება, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ასაკი ნამდვილია, შეუძლებელია სათითაოდ გადამოწმების გარეშე" - ამბობენ, ციფრული უფლებების დაცვით ორგანიზაცია EFF (Electronic Frontier Foundation)-ში.
  • "არამხოლოდ მოზარდების, არამედ თითოეული ჩვენგანის კონფიდენციალურობა დგება საფრთხის ქვეშ" - აღნიშნავს,EFF-ის ციფრული სტრატეგიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეისონ კელი.

დამატებით, პრობლემურია, ამ სისტემის შტატებში დანერგვის ნაწილი, საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე, ზოგადად ინტერნეტის თავისუფალი, ბუნებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით.

"ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იუტას შტატის მოსახლეობაზე, თუმცა, სოციალურმა ქსელებმა შეუძლებელია იცოდნენ, ვინ არის იუტას მაცხოვრებელი და ვინ არა, მათი ვინაობის წინასწარი გადამოწმების გარეშე" - თქვა, TechFreedom-ის წარმომადგენელმა, არი კონმა ორგანიზაციის განცხადებაში - "ეს კანონი იქნება ყველა შტატის საერთო მანდატი და იუტას ამის დაწესების უფლება არ აქვს".

კანონს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ის ვერ აგვარებს სოციალური მედიის მიერ ზიანის მიყენების მთავარ მიზეზს, რასაც ზოგადად ამ პლატფორმების მუშაობის პრინციპია.

მათი აზრით, ინტერნეტის რეგულირება და მართვა მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშეც შესაძლებელია და ამ თემას ფართო დისკუსია სჭირდება.
კატეგორია: რესურსები
რა ხდება?

ხელოვნური ინტელექტი უკვე გახდა ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული ხელსაწყო და ბევრი ადამიანისთვის, პერსონალურ თუ პროფესიულ საქმიანობაში მთავარი "დამხმარე".

ამ ახალ ტექნოლოგიას უმეტესად ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყენებენ, თუმცა, მისი შედეგები და პოტენციალი ბევრად დიდია, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსთვის.

როგორ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობებში AI-ს გამოყენება?

მონაცემების დამუშავება ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში, პოლიტიკის შემუშავებაში, თუმცა ეს უფრო და უფრო რთული და კომპლექსური ხდება.

კლიმატის ცვილებებიდან, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევებამდე, AI-ს შეუძლია არამხოლოდ მონაცემების ეფექტურად დამუშვება, არამედ რეალურ დროში მონაცემების ასახვა, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. მას ბევრი მახასიათებელი აქვს.

ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი მოკლედ:

პროგნოზირებადი ანალიზი მრავალი წყაროდან, როგორიცაა სოციალური ქსელი, მედიის ანგარიშები და საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერებით, ისეთი ქვეყნების ამოცნობა, რომლებსაც შესაძლოა უთანხმოება ან კონფლიქტი ჰქონდეთ, ან საპირისპიროდ, ისეთი სახელმწიფოების დაკავშირება, რომლებიც შესაძლოა კარგი პარტნიორები აღმოჩნდნენ.

AI ბუნებრივი ენით თარგმნამ შეიძლება გაამარტივოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირების რამდენიმე ენაზე კომუნიკაცია, შესაბამისად, მათი იდეებისა და შეხედულებების გაცვლის პროცესი.

უსაფრთხოება - AI შეიძლება გამოიყენონ, საზღვრის კვეთის გასაკონტროლებლად, სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგისა და პოტენციური საფრთხის ამოცნობისთვის. თუ თეორიულად შესაძლებელი გახდება კონფლიქტების თავიდან აცილება, ეს ხელს შუწყობს მშვიდობას და მზადყოფნას მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

ვაჭრობა ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოიყენონ სავაჭრო მონაცემების ანალიზისა და ქვეყნებს შორის შესაძლო ელექტრონული სავაჭრო პოტენციალისა თუ შესაძლებლობების ამოსაცნობად.

ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ სატელიტური ფოტოების გასაანალიზებლად, იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ბუნებრივი კატასტროფებით დაზიანებული ადგილები, კონფლიქტის ზონები ან სხვა ტიპის კრიზისი. ეს კი დახმარების გამწევ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ ის ადგილები სადაც მათი საჭიროებაა.

საფრთხეები მოკლედ:

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, არსებობს რისკები, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიებს, კანონს და ეთიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ურთიერთობების ისედაც პრობლემურ სამყაროზე.

მაგალითად,

მიკერძოებულობა: AI სისტემა შეიძლება მიკერძოებული იყოს რადგან მას კონკრეტულ (საჯარო) მონაცემებზე აქვს წვდომა, ამან კი თავის მხრივ შესაძლოა გააძლიეროს უკვე არსებული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და მიდგომები კონკრეტულ ქვეყნებთან ან სიტუაციებთან.

უსაფრთხოება: ხელოვნური ინტელექტი არ არის დაცული კიბერშეტევებისგან, ამიტომ არსებობს ზიანის მიყენების მიზნით მათი გატეხვისა და მანიპულაციისთვის გამოყენების რისკი. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, რადგან საფრთხე ექმნება სენსიტიური ინფორმაციასა და კრიტიკულ. ინფრასტრუქტურას.

დამოკიდებულება: ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ზედმეტად დამოკიდებულები გახდებიან ხელოვნურ ინტელექტზე, ამ ტექნოლოგიაში შექმნილმა პოტენციურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი გამოიწვიოს, მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ეთიკა: AI-ს გამოყენებამ შესაძლოა კითხვები გააჩინოს ეთიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. უნებლიე ზიანისა და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

საუკუნეების განმავლობაში, ტექნოლოგიები გარდაქმნიდა საზოგადოებებსა და ეკონომიკას, ამან კი თავის მხრივ, განსაზღვრა ძალთა სამხედრო ბალანსი. თუმცა, "არაადამიანური ცვლადის (AI-ს) არსებობის იდეამ შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ხედვები, აღქმები პოლიტიკის ყველაზე ფართო გაგებაში" - აღნიშნულია "Chatham House"-ის ანგარიშში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის, რომ ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, შტატებისა და ჩინეთის გლობალური გავლენისთვის კონკურენციაში. აშშ-ს კონგრესმა 2018 წელს აღნიშნა, რომ "AI გამოყენებული იქნება ძალაუფლების დევნაში".

2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "იწინასწარმეტყველა", რომ "AI მომავალია არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ვინც ლიდერი გახდება ამ სფეროში, ის გახდება მსოფლიოს მმართველიც".
კატეგორია: რესურსები
რა ხდება?

Chat GPT-ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების აზრი ორად გაყო.

Google-ის წარმომადგენელი ვინტონ სერფი, რომელსაც ხშირად "ინტერნეტის მამას" უწოდებენ, აფრთხილებს ინვესტორებსა და დამწყებ ბიზნესმენებს, რომ AI ტექნოლოგია შეიძლება მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ის ყოველთვის სწორად არ მუშაობს.

"კარგად, დაფიქრდით" - ამბობს ის CNBC-სთან - "მართალი იყავით, რომ ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, საით წავა ეს ტექნოლოგია, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ამ პრობლემის დიდი ნაწილი ხალხია - ამიტომ არ შევცვლილვართ ადამიანები, არ შევცვლილვართ ბოლო 400 წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უკანასკნელ 4 ათას წელზე".

თავად Google-ის მიერ შექმნილი Chat-GPT-ის ანალოგის, Bard-ის მიერ არასწორად გაცემულ პასუხებს უახლესი დემონსტარციის შესახებ კითხვებზე, ფაქტია, რომ ეს ტექნოლოგია (chat GPT3) მნიშვნელოვნად ეხმარება თავისსავე კონკურენტებს.

წარუმატებელი ტესტის შემდეგ გუგლის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციების ფასი დაეცა, ეს სავარაუდოდ მაშინვე შეიცვლება, რაც ისინი პრობლემებს მოაგვარებენ.

მანამდე კი მიმოვიხილოთ Chat-GPT-ის გამოყენების რამდენიმე გზა.

რაში შეიძლება chat GPT-ის გამოყენება?

სანამ ზოგიერთი Chat GPT-ის გართობისთვის იყენებს, ან უბრალოდ აინტერესებს ახალი ტექნოლოგია, სხვებისთვის, ეს ხელსაწყო ყოველდღიური დამხმარე გახდა.

მაგალითად, ლექტორები (აკადემიკოსები), თავიანთ ლექციიებს Microsoft Office-ის კარნახის ფუქნციით ტექსტად გარდაქმნიან და შემდეგ Chat-GPT-ს ამოწმებინებენ გრამატიკასა და სინტაქსს.

გასაკვირი არაა, რომ Microsoft-მა უკვე 10 მილიარდი დოლარი დააბანდა Open AI-ში და ახლა განიხილავენ Chat GPT-ის მათ ისეთ კომპიუტერულ პროგრამებში  დანერგვას, როგორიცაა Word, Powerpoint და Outlook-ის ელექტორნულ ფოსტაზე.

ზოგიერთი Chat GPT-ის სამოტივაციო წერილებისა და სამსახურის რეზიუმეების დასაწერადაც იყენებს. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუს სიმულაციასაც კი ქმნიან.

პლატფორმამ მედიკოსებისთვის, Doximity-მ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა Chat-GPT-ის საცდელი ვერსია, რამაც ადმინისტრაციული რესურსი დაზოგა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მკურნალობის მარტივი მეთოდების რეკომენდაციების ჩამოწერაც, რამაც საათების დაზოგვის საშუალება მისცათ.

Chat GPT-ის იყენებენ უძრავი ქონების აგენტებიც, სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული, სოციალური მედიის კონტენტისა და განცხადებებისთვის. "ეს არ არის იდეალური თუმცა, დასაყისისთვის შესანიშნავია" - ამბობს ერთ-ერთი აგენტი CNN-თან. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებმა Chat-GPT-ის გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ამ AI-ს ხშირად იყენებენ რჩევებისთვის პირადი ურთიერთობების პრობლემებზე.

კომპიუტერული კოდების წერის დრო კი Chat GPT-ს გამოყენებამ ძალიან ააჩქარა.

სხვა?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაიწყო საუბარი ხელოვნური ინტელექტისთვის შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესებაზე, შეზღუდული და შეუზღუდავი მუშაობის შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იყენებს მას.

დუბაის ერთ-ერთი რესტორანი მომხმარებელს უკვე სთავაზობს პიცას, რომელიც AI-ს მიერ შეთავაზებული რეცეპტითაა მომზადებული.

თუმცა, როგორც რესტორნის შეფი სპარტაკ არუთინიანი ამბობს, რეცეპტს "ადამიანის ხელი" მცირე ჩასწორებებისთვის მაინც სჭირდება.

Chat-GPT-ის წარმატების გათვალისწინებით, OpenAI-მ იანვარში ჩაუშვა ახალი "Chef GPT", რომელიც ადამიანებს სხვადასხვა საჭმლის რეცეპტებს სთავაზობს, ამიტომ "მათ აღარასდროს მოუწევთ სადილზე ფიქრი".

ვალენტინობის დღეს, ინდოელმა მომხმარებლებმა გამოიყენეს Chat-GPT სასიყვარულო წერილების მისაწერად. 5000-მდე გამოკითხული მამაკაცის 62%-ზე მეტი ამბობს, რომ მსგავს "ხელსაწყოს" ისინიც გამოიყენებდნენ.

 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

Chat-GPT-სა და მსგავს პროგრამებზე მაღალი ინტერესი უკვე აჩვენებს მათს მნიშვნელობას, თუმცა უნიშვნელოვანესია მათი ეთიკურად გამოყენება. ეს ტექნოლოგია ექსტრემისტებისა და კიბერ კრიმინალების ხელში შესაძლოა, ძალიან საშიში იყოს.

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ შესაძლოა ბევრმა დაკარგოს კრიტიკულად ფიქრის უნარი, რადგან გამარტივებულმა სამუშაომ შესაძლოა რეალური პრობლემებსი რეალური მეთოდებით გადაჭრის გზები შეზღუდოს.
კატეგორია: რესურსები
Chat GPT, ეთიკური დილემები და გამოყენება მედიაში

ბოლო თვეების განმავლობაში მედიაში უფრო და უფრო ხშირად ქვეყნდება ხელოვნური ინტელექტის, Chat GPT-ის მიერ გენერირებული ტექსტები.

დეტალური და სწრაფი პასუხებით და იმით, რომ სტატიების, მოთხრობების და ლექსების წერაც კი შეუძლია, Chat GPT-3-მა სწრაფად მიიპყრო მილიონობით ინტერნეტმომხმარებლის ყურადღება.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგმა სტუდენტმა ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტებიც სამაგისტრო ბამოცდებიც კი ჩააბარა.

კომპანია OpenAI-მ Chat GPT-3 როგორც პროტოტიპი, საჯაროდ 30 ნოემბერს გაუშვა და დღს ის უკვე 29 მილიარდ დოლარადაა შეფასებული სიახლე

OpenAI-ს ტექნოლოგიური განვითარების ხელმძღვანელმა, მირა მურატიმ ისაუბრა Chat GPT-ის პოტენციალსა და მისგან მომავალ სავარაუდო საფრთხეებზე.

"უამრავი კითხვაა [ხელოვნური ინტელექტის] სოციალურ გავლენაზე, უამრავი ეთიკური და ფილოსოფიური კითხვაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ" - თქვა მან ჟურნალ "თაიმთან" ინტერვიუში - "პატარა ჯგუფი ვართ, გვჭირდება მეტი ჩართულობა არამარტო ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, არამედ რეგულატორების, სახელწმიფოების და ყველა მხრიდან.

ხელოვნური ინტელექტის ისტორია

ხელოვნური ინტელექტის იდეა, უფრო ზუსტად მცდელობა, რომ კომპიუტერს შეკითხვებზე პასუხი "ვასწავლოთ", უკვე დიდი ხანია, არსებობს.

მაგალითად, 1950 წელს, ინგლისელმა მათემატიკოსმა, ალან ტურინგმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული საიდუმლო კოდების გაშიფვრით არის ცნობილი, "იმიტაციის თამაში" გამოიგონა, რათა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გამოეცადა.

"იმიტაციის თამაშის", ასევე ცნობილი როგორც "ტურინგის ტესტის" მიზანი იყო, მიეღო კომპიუტერისგან პასუხები კითხვებზე ისე, როგორც ამას ადამიანი გააკეთებდა.

ტესტის ამოცანა არ ყოფილა, მიეღო სწორი პასუხები, ამოცანა იყო გაერკვია, შეეძლო თუ არა კომპიუტერს ადამიანის მიბაძვა - იმიტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტი დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან პრიმიტიულია, დღემდე ის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაზომვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია.

გასულ ზაფხულში ეს ტესტი Google-ის ხელოვნურმა იტნელექტმა, LaMDA-მ წარმატებით გაიარა, დეკემბერში კი - Chat GPT-მ.

თუმცა, ბევრი კრიტიკოსი დავობს, რომ თუ შემფასებლებს ხელოვნური ინტელექტის პასუხები ადამიანის პასუხები ეგონათ, უფრო იმის ბრალია, რომ ისინი მოტყუვდნენ და არა იმის, რომ პროგრამა ნამდვილად გონიერია.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

"დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოაქვს", თუმცა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ჯერჯერობით დაურეგულირებელია, მიუხედავად მრავალი შეკითხვისა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გროვდება.

როიტერის ინსტიტუტის მიერ 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებულ მედიაკვლევაში Chat GPT-ის შესაძლებლობები აღწერილია, როგორც "შესაშური, თუმცა საშიში".

"წლების განმავლობაში ჩატარებული დაკვირვება გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ხალხი ტექნოლოგიას ყოველთვის არ იყენებს იმ დანიშნულებით, რითაც ის შეიქმნა" - წერს Datasociety.net-ის აღმასრულებელი ჟურნალისიტი, და აშშ-ის ეროვნული მრჩეველთა კომიტეტის წევრი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე, ჯენეტ ჰეივენი Nieman Lab-ისთვის.

მეორე მხრივ, მედიას კიდევ უფრო დიდი გამოწვევები აქვს.

მაგალითად ის, რომ ერთ-ერთ ექსპერიმენტში Chat GPT-მ სტატიისთვის ციტატები გამოიგონა.

"სამწუხაროდ, თუ ხელოვნურ ინტელექტს გამოუცდელი ჟურნალისტი იყენებს, შესაძლოა, შესაძლოა, მან ზიანიც კი გამოიწვიოს" - ამბობს ციფრული კომუნიკაციების გერმანელი მკვლევარი ლენარტ ჰოფედიტზი მედიაჩეკერთან ინტერვიუში.

თუმცა, არის ოპტიმისტური მხარეც: კიდევ ერთ ტესტში, SkyNews-მა Chat GPT-ს ჰკითხა, სჭირდებათ თუ არა ჟურნალისტებს ადაპტაცია ხელოვნურ ინტელექტთნ.

"მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები იცნობდნენ Chat GPT-ის ტექნიკურ პოტენციალს, რათა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ის მედია ინდუსტრიაში" - უპასუხა ხელოვნურმა ინტელექტმა - "თუმცა ადაპტაციაიზე მეტად მნიშნველოვანია, ჟურნალისტებმა იზრუნონ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე და მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია ამ სფეროში სიახლეების შესახებ".
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2022 წლის 30 დეკემბერს, ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რუმინეთის პოლიციამ დააკავა სექსისტური და მიზოგენური ვიდეოებით ცნობილი ინტერნეტ "ინფლუენსერი" ენდრიუ ტეიტი. მას ბრალად სექსუალური ძალადობა და ტრეფიკინგი ედება, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რა ხდება?

2022 წლის 27 ოქტომბერს, სოციაოლურ მედიაში ულტრამემარჯვენე-კონსერვატიული და სექსისტური განცხადებებით ცნობილმა ყოფილმა კიკბოქსიორმა, ენდრიუ ტეიტმა გარემოს დამცველ აქტივისტ, გრეტა ტუნბერგს დამცინავი "ტვიტი" მიუძღვნა. ტვიტში ის თავისი ძვირადღირებული ავტომობილებით იწონებდა თავს და ტუნბერგს სწერდა, გაეზიარებინა მისთვის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა სრული სია გაეგზავნა მანქანებისა, თავიანთი "უზარმაზარი გამონაბოლქვით.

პასუხად, ტუნბერგმა ტეიტს ტვიტერზევე საჯაროდ მისწერა: "გთხოვ, განმანათლე. მომწერე მისამართზე Smalldickenergy@getalife.com (მისამართი ითარგმნება, როგორც პატარაპენისისენერგია@ცხოვრებაისწავლე.com). ეს ტვიტი ტუნბერგის ანგარიშზე დღეს მესამეა, მოწონებების რაოდენობით. ამ ტვიტს დღეისთვის ოთხ მილიონამდე მოწონება აქვს.

30 დეკემბერს ტეიტმა ტუნბერგს პასუხად ვიდეო ჩაუწერა, სადაც კადრში რუმინული პიცის ბრენდი ჩანდა. იმავე დღეს, ტეიტი რუმინეთის პოლიციამ დააპატიმრა სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ერთ-ერთი ვერსიით ტეიტის ადგილმდებარეობა სწორედ პიცის ყუთმა გასცა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

პოლიციამ ტეიტს ასევე ჩამოართვა სულ ცოტა 11 ძვირადღირებული ავტომობილი.

რა არის პრობლემა?

  • სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნება ადვილია, მათ შორის რადიკალურად განწყობილი ადამიანებისთვის. შესაბამისად, ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება რადიკალური და, ხშირად, ძალადობისკენ მომწოდებელი გზავნილები.
  • ენდრიუ ტეიტი ერთ-ერთი ასეთი "ინფლუენსერია", რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს.
  • თვითგამოცხადებული მიზოგენი, ენდრიუ ტეიტი ჰომოფობიური, რასისტული და სექსისტური განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ყველაზე აგრესიულად ვიდეოებში სწორედ ქალებზე საუბრობს.

რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

მიზოგენური და სექსისტური გამოსვლებით ცნობილ ენდრიუ ტეიტთან დაკავშირებულ სოციალური მედიის ანგარიშებს მილიონობით მიმდევარი ჰყავს და განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ბიჭებზე და ახალგაზრდა კაცებზე. მედიაექსპერტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მისმა ვიდეოებმა შესაძლოა "გზა გაუხსნას" სხვა ექსტრემისტულ და მოძალადე კონტენტს სოციალურ მედიაში.

უფრო ვრცლად

  • მრავალენოვანი საერთაშორისო ონლაინ გამოცემის, "ვაისისმა" (VICE) გამოაქვეყნა ინტერვიუები ქალებთან, რომლებიც ენდრიუ ტეიტს ძალადობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
  • 12 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში ეს ქალები ანონიმურად ჰყვებიან, როგორ ითხოვენ წლების განმავლობაში, ამ საქმის გამოძიებას პოლიციისგან, თუმცა უშედეგოდ.
  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ენდრიუ ტეიტი საუბრობს კიდეც იმაზე, როგორ უდევს საწოლთან მაჩეტე, რათა გამოიყენოს ის იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც მას ღალატში დაადანაშაულებდნენ. 
  • ტეიტი ამბობს იმასაც, რომ ქალებზე სექსუალური ძალადობა ქალებისვე ბრალია.

ენდრიუ ტეიტის გავლენა ბიჭებზე ისეთი მაღალია, რომ დიდი ბრიტანეთის სკოლებში ამ პრობლემას საჯაროდ განიხილავენ. "ტეიტის გამოსვლების პრობლემა არამხოლოდ ისაა, რომ ისინი ტოქსიკურად მასკულინური და მიზოგენურია. არც მხოლოდ ის, რომ ის მუდმივად მსხვერპლს აკისრებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე. მის გამოსვლებში ჩანს, რომ მას საერთოდ არ ეტყობა, რომ სხვა ადამიანებს ადამიანებად მიიჩნევს", - ამბობს ერთერთი ჩრდილოეთ ირლანდიელი მასწავლებელი The Independent Newspaper-თან ინტერვიუში.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ენდრიუ ტეიტზე?
  • ენდრიუ ტეიტი ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ტვიტერზე 2022 წლიდან დაბლოკილია ქალების შესახებ მისი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. ფეისბუკის მფლობელი კომპანია "მეტამ" ის "საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებებისა და ორგანიზაციების სიაშიც შეიყვანა.
  • ტეიტი ტვიტერზეც დაბლოკილი იყო, თუმცა კომპანიის ყიდვის შემდეგ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა მისი ანგარიში აღადგინა. ტეიტიც და მასკიც ხშირად იყენებენ ულტრამემარჯვენე ტერმინოლოგიას.
  • სოციალურ ქსელებში დაბლოკვის მიუხედავად, სხვადასხვა ანგარიშიდან აქტიურად ვრცელდება მისი ვიდეოები. ენდრიუ ტეიტი მათთან პირდაპირ კავშირს უარყოფს, და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სხვა ადამიანების ქცევას "ვერ გააკონტროლებს".