19.05.2023
რა ხდება?
- ამერიკის სცენარისტთა გილდიის (WGA) წევრები, რომლებიც ფილმის, სატელევიზო, რადიო და ონლაინ მედიის სცენარებზე მუშაობენ 2 მაისიდან გაციფულები არიან.
- სცენარისტებს, სურთ WGA-ს წევრებისთვის, ანაზღაურების გაზრდა, რადგან ხშირად ისინი წერენ ყველაზე პოპულარული გადაცემებისთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპლექსური საკითხია, ერთერთი მთავარი თემა - ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა.
- რეგულაციის გარეშე, ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მთლიანად შეცვლის კინოინდუსტრიასა და სატელევიზიო სამყაროს.
- მიუხედავად იმისა, რომ WGA მზად არის, გამოიყენოს ისეთი Chat-GPT-ს მსგავსი ინსტრუმენტები, მოკვლევისთვის ან დამატებითი იდეებისთვის, არსებობს საფრთხე, ამის ნაცვლად ისინი შესაძლოა მთლიანად ჩაანაცვლონ ხელოვნური ინტელექტით.
- შედეგად, გილდიის 11 500 წევრი უმუშევარი დარჩება.
დამატებით
- ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კომპიუტერის მიერ გენერირებული სცენარი არ იქნება შემოქმედებითი სიღრმისეული, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ ადამიანს შეუძლია.
- ასევე, AI უკვე ინტერნეტში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით "წერს", შესაბამისად, ერთი და დიდი შანსია, ერთი და იმავე შინაარსის სცენარები შეიქმნას.
- თუმცა, ამ არგუმენტების საპირისპიროდ, სხვები, რომ ხელოვნური ინტელექტი პირიქით დაეხმარება სცენარისტებს მუშაობისაში.
"ამერიკელ მწერალთა გაერთიანება" მიიჩნევს, რომ Chat-GPT არც სცენარის ორიგინალური ვერსიის დასაწერად და არც უკვე არსებულის შესაცვლელად არ უნდა გამოვიყენოთ. და არც უკვე დაწერილი სცენარებით "ვკვებოთ", რომ მერე "წმინდად AI-ს დაწერილი ტექსტი" მივიღოთ.
გაფიცვის შეწყვეტისთვის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ განსაზღვრავს გასართობი შოუების მომავალს.
რა მოხდება?
- ჯერ არავინ იცის როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მწერალთა გაერთიანებასა და დამსაქმებლებს შორის, თუმცა დიდი ალბათობით, შეთანხმებას მიაღწევენ.
- ამასობაში, შეჩერებულია ისეთი შოუების გადაღბა, როგორებიცაა "უცნაური ამბები" (Stranger Things) და "სამეფო კარის თამაშების" პრიქველი.
- დროებით შეწყდა "Blade"-სა და გადაცემა "The Daily Show"-ს გადაღებებიც.