რატომ არის ხელოვნურ ინტელექტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებში - გეოპოლიტიკური ძალის მომავალი
28.04.2023
რა ხდება?

ხელოვნური ინტელექტი უკვე გახდა ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული ხელსაწყო და ბევრი ადამიანისთვის, პერსონალურ თუ პროფესიულ საქმიანობაში მთავარი "დამხმარე".

ამ ახალ ტექნოლოგიას უმეტესად ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყენებენ, თუმცა, მისი შედეგები და პოტენციალი ბევრად დიდია, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსთვის.

როგორ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობებში AI-ს გამოყენება?

მონაცემების დამუშავება ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში, პოლიტიკის შემუშავებაში, თუმცა ეს უფრო და უფრო რთული და კომპლექსური ხდება.

კლიმატის ცვილებებიდან, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევებამდე, AI-ს შეუძლია არამხოლოდ მონაცემების ეფექტურად დამუშვება, არამედ რეალურ დროში მონაცემების ასახვა, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. მას ბევრი მახასიათებელი აქვს.

ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი მოკლედ:

პროგნოზირებადი ანალიზი მრავალი წყაროდან, როგორიცაა სოციალური ქსელი, მედიის ანგარიშები და საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერებით, ისეთი ქვეყნების ამოცნობა, რომლებსაც შესაძლოა უთანხმოება ან კონფლიქტი ჰქონდეთ, ან საპირისპიროდ, ისეთი სახელმწიფოების დაკავშირება, რომლებიც შესაძლოა კარგი პარტნიორები აღმოჩნდნენ.

AI ბუნებრივი ენით თარგმნამ შეიძლება გაამარტივოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირების რამდენიმე ენაზე კომუნიკაცია, შესაბამისად, მათი იდეებისა და შეხედულებების გაცვლის პროცესი.

უსაფრთხოება - AI შეიძლება გამოიყენონ, საზღვრის კვეთის გასაკონტროლებლად, სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგისა და პოტენციური საფრთხის ამოცნობისთვის. თუ თეორიულად შესაძლებელი გახდება კონფლიქტების თავიდან აცილება, ეს ხელს შუწყობს მშვიდობას და მზადყოფნას მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

ვაჭრობა ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოიყენონ სავაჭრო მონაცემების ანალიზისა და ქვეყნებს შორის შესაძლო ელექტრონული სავაჭრო პოტენციალისა თუ შესაძლებლობების ამოსაცნობად.

ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ სატელიტური ფოტოების გასაანალიზებლად, იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ბუნებრივი კატასტროფებით დაზიანებული ადგილები, კონფლიქტის ზონები ან სხვა ტიპის კრიზისი. ეს კი დახმარების გამწევ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ ის ადგილები სადაც მათი საჭიროებაა.

საფრთხეები მოკლედ:

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, არსებობს რისკები, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიებს, კანონს და ეთიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ურთიერთობების ისედაც პრობლემურ სამყაროზე.

მაგალითად,

მიკერძოებულობა: AI სისტემა შეიძლება მიკერძოებული იყოს რადგან მას კონკრეტულ (საჯარო) მონაცემებზე აქვს წვდომა, ამან კი თავის მხრივ შესაძლოა გააძლიეროს უკვე არსებული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და მიდგომები კონკრეტულ ქვეყნებთან ან სიტუაციებთან.

უსაფრთხოება: ხელოვნური ინტელექტი არ არის დაცული კიბერშეტევებისგან, ამიტომ არსებობს ზიანის მიყენების მიზნით მათი გატეხვისა და მანიპულაციისთვის გამოყენების რისკი. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, რადგან საფრთხე ექმნება სენსიტიური ინფორმაციასა და კრიტიკულ. ინფრასტრუქტურას.

დამოკიდებულება: ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ზედმეტად დამოკიდებულები გახდებიან ხელოვნურ ინტელექტზე, ამ ტექნოლოგიაში შექმნილმა პოტენციურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი გამოიწვიოს, მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ეთიკა: AI-ს გამოყენებამ შესაძლოა კითხვები გააჩინოს ეთიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. უნებლიე ზიანისა და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

საუკუნეების განმავლობაში, ტექნოლოგიები გარდაქმნიდა საზოგადოებებსა და ეკონომიკას, ამან კი თავის მხრივ, განსაზღვრა ძალთა სამხედრო ბალანსი. თუმცა, "არაადამიანური ცვლადის (AI-ს) არსებობის იდეამ შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ხედვები, აღქმები პოლიტიკის ყველაზე ფართო გაგებაში" - აღნიშნულია "Chatham House"-ის ანგარიშში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე იცის, რომ ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, შტატებისა და ჩინეთის გლობალური გავლენისთვის კონკურენციაში. აშშ-ს კონგრესმა 2018 წელს აღნიშნა, რომ "AI გამოყენებული იქნება ძალაუფლების დევნაში".

2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "იწინასწარმეტყველა", რომ "AI მომავალია არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ვინც ლიდერი გახდება ამ სფეროში, ის გახდება მსოფლიოს მმართველიც".

ავტორი : ონიკ ჯეიმს კრიკორიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ