02.02.2016
ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია და მესვეურები პასუხისმგებელნი
არიან ზიანზე, რომელსაც აყენებენ იმ მოწყვლად და დაუცველ
სოციალურ ჯგუფებს, რომელთა სიცოცხლესაც საქართველოში ყოველდღიურად
საფრთხე ემუქრება. ამის საუკეთესო მაგალითი (სხვა მრავალთან ერთად) 4
თებერვლის გია ჯაჯანიძის შოუც გახლდათ.
წლების განმავლობაში ქართული ტოკ-შოუების წამყვანების მიერ შექმნილ მეთოდს ქართველი მამაკაცების ის ნაწილი იყენებს, რომელსაც საკუთარი სექსუალური იდენტობის დამალვა უნდა. ამ მამაკაცებს ქართულმა ყვითელმა ტელესივრცემ “სასურველი სასიძოების” წოდება მიანიჭა და მეთოდის წარმატებაც ამ წოდების მოპოვებას ნიშნავს.
“სასურველი სასიძოების” სახეები ქართულ ტელესივრცეში ხშირად ჩანს. ისინი ყვითელი ტოკ-შოუების საყვარელი სტუმრები არიან. მათი სასურველობა მათთვისვე ნიშნავს ლეგიტიმაციას, ილაპარაკონ ყველაფერზე და მოირგონ ყველაფრის ექსპერტის როლი. გია ჯაჯანიძემ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკუთარ გადაცემაში ერთ ქალთა უფლებების დამცველ ჰომოფობ იურისტ კაცთან და მეორე ჰომოფობ ყველაფერზე გამოძიებაჩატარებულ ჟურნალისტთან ერთად, ცნობილი სახეები (მამაკაცები) მიიწვია გადაცემაში. დაახლოებით ათამდე მამაკაცი, რომელთაგან ზოგიერთი “სასურველი სასიძოც” იყო, რამდენიმე საათის განმავლობაში წითელი, ცოტა უგემოვნო დეკორაციების ფონზე განიხილავდა ჯერ ქალთა, შემდეგ სექსმუშაკების, შემდეგ ლგბტ და ბოლოს მონასტრიდან გამოქცეული ადამიანების უფლებებს
მიუხედავად იმისა, რომ გია ჯაჯანიძის შოუში არაერთხელ გვინახავს გროტესკიც და შემზარაობამდე მისული სიბრიყვეც, ამ კვირის გადაცემამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამის გამო ტელეკომპანია “იმედი” პასუხისმგებელია ისეთ ეთიკურ დარღვევებზე, როგორიცაა კონკრეტული პიროვნებების შეურაცხყოფა, იმგვარი მასალებისა და ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებშიც ადვილად შეიძლება ადამიანების იდენტიფიცირება, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, განსხვავებული იდენტობების მქონე პირთა დემონიზება და მათი საზოგადოებიდან გარიყვისთვის ხელისშეწყობა. >გარდა იმისა, რომ წამყვანს არ აქვს საკმარისი განათლება, ტერმინოლოგიურად მაინც სწორი განმარტებები მიაწოდოს საკუთარ მაყურებელს, გადაცემისათვის შერჩეული აუდიტორია საერთოდ არაადეკვატურია და აცდენილია იმ თემატიკას, რასაც ეთმობა გადაცემა.
მსგავსი არაპროფესიონალიზმი იწვევს იმას, რომ ერთდროულად განიხილება რამდენიმე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი თემა. მაგალთად, ერთი გადაცემის თემა არის კომერციული სექს სამუშაო, ქალთა უფლებები, ლგბტ ადამიანების უფლებები, ვირტუალური სექსი, არაორდინალური ჩაცმულობა, რელიგია და პედოფილია. სწორედ ეს გარემო და გადაცემის არასწორად შერჩეული მონაწილე აუდიტორია გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ტელეკომპანია “იმედი” არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ გადაცემით იქმნება
ამდენად, გია ჯაჯანიძის 4 თებერვლის შოუში შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემა. პირველ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებებს, არათუ მოწვეული არ იყო ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ ქალთა უფლებები წარმოდგენილი იყო ჰომოფობი იურისტი მამაკაცის მიერ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქალთა უფლებების განხილვისთვის ყველა სტუმარი მამაკაცი იყო.
გოგონა, რომელსაც ჯერ შიშველ სხეულზე სუში ელაგა და შემდეგ დაკვირვების ობიექტად მოათავსეს დარბაზში, პირდაპირი შეურაცხყოფისა და სექსიზმის მსხვერპლი იყო. ამას დაემატა გადაცემის ამავე ბლოკში მოწვეული ყოფილი სექსმუშაკი, რომელსაც არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა “სასურველმა სასიძომ” მორალისტური ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარა კომერციული სექს სამუშაოთი დაკავებული ადამიანები, თვითონვე გააკეთა ქამინ-აუთი და თქვა, რომ ის მატერიალური გამორჩენის მიზნით თვითონაც იყო დაკავებული სექს-მომსახურებით.

ამ ყველაფერს შიგადაშიგ ემატებოდა პირადი ისტორიები ადამიანებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი ხდებოდა, რადგან ეთერში სახელდებოდა მათი კუთვნილი მანქანების მარკები, სამუშაო ადგილებისა და სხვა სახის ინფრომაციის შემცველი დეტალები. იგივე პრობლემა იყო სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვირტუალურ სექსს, სადაც გადაცემაში აჩვენეს ინტერნეტ მომხმარებლების პროფილები და სკაიპსა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებში გაშიშვლებული ადამიანების ვიდეობი.
ამავე 4 თებერვლის გადაცემაში, რა თქმა უნდა, ადგილი გამოინახა ლგბტ პირებისთვისაც. სადემონსტრაციოდ მოყვანილ გეი მამაკაცს ათასჯერ ჰკითხეს, როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი. წამყვანმაც არაერთგზის გაიმერო ტერმინი “არატრადიციული ორიენტაცია” და ჰომოფობ-გამომძიებელ-ინტერვიუერმა ჟურნალისტმაც ათასგზის თქვა, რომ ადამიანები გეებად არ იბადებიან. ამავე პიროვნებამ პრაქტიკულად იძულებითი ქამინ-აუთის წინაშე დააყენა “არაორდინალური ჩაცმულობის” ახალგაზრდა მამაკაცი, როდესაც ჰკითხა, ქალები მოსწონდა თუ არა.
ამ ყველაფერს თან ახლდა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობაც. გადაცემაში მისულ გეი მამაკაცს ჭკუა დაარიგეს და უთხრეს, რომ 17 მაისს მისი გამოყენება გრანტის მოპოვებისათვის უნდოდათ და საქართველოში ლგბტ უფლებებს არავინ არღვევს.
სხვა მრავალ მსგავს ეთიკურ დარღვევას დაემატა ის ფაქტიც, რომ გადაცემა დააგვირგვინა პედოფილიის თემამ. ეს, ფაქტობრივად, გახლდათ ღია განაცხადი, რომ ტელეკომპანია “იმედი” და გია ჯაჯანიძე პედოფილიას, კომერციულ სექს სამუშაოსა და ჰომოსექსუალობას ერთ პლანში განიხილავს.
ყოველივე ზემოთ თქმული ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა მიმართულია ჰომოფობიის, დისკრიმინაციის, განსხვავებული იდენტობების მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებისაკენ.