ანა ზაქაშვილი - “გურია ნიუსი“
პირველი პრობლემა, რომელზეც შემიძლია ვისაუბრო და რაც ამ თემის გაშუქებისას ყველაზე ხელისშემშლელი იყო ჩემთვის, არის კონკრეტულ დაწესებულებებში არსებული ბიუროკრატიული რეჟიმი. მოგეხსენებათ, როდესაც ისეთ თემაზე მუშაობ, რომელიც არის მეინსტრიმული და შენს მიერ მომზადებული მასალა დღეს რომ ფასეულია, შეიძლება ხვალ აღარ იყოს მნიშვნელოვანი, კონკრეტულმა უწყებებმა დროულად უნდა მოგაწოდონ ინფორმაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
მე მქონდა პრობლემა სხვადასხვა ორგანიზაციისგან და დაწესებულებისგან, როდესაც ისინი აგვიანებდნენ ჩემთვის სასურველი ინფორმაციის მოწოდებას. კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ. ერთ-ერთი საავამდყოფოს დირექტორი და პიარის სამსახურის უფროსი მინიშნავდა შეხვედრას ზუსტად ხუთი დღის განმავლობაში. რაც დამეთანხმებით, რომ არ არის კომფორტული, როდესაც ასეთ საკითხზე მუშაობ.
ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. პირიქით, მე ორსულთა და ბავშვების საკითხზე ვმუშაობდი, ბავშვების ინფიცირების საკითხზე და რესპონდენტებთან არ მქონია ამ კუთხით პრობლემები. უბრალოდ, მე ისევ მქონდა სახელმწიფო უწყებებთან ამ მიმართულებით პრობლემები. როდესაც ვმუშაობდი, მაგალითად, ორსულთა და ბავშვთა ინფიცირების საკითხებზე, გამოვითხოვდი შესაბამისი უწყებებიდან სტატისტიკურ მასალას, ან საერთოდ არ არსებობდა ეს მასალა, ან კიდევ აგვიანებდა ამ ინფორმაციის დროულად მოწოდებას.
ყველა ექსტრემალურ სიტუაციაში ვმუშაობთ პანდემიის პირობებში. მაგალითად, როდესაც პირველი ორსული გარდაიცვალა, მაშინ დაიწყო საუბარი თემაზე, რამდენად არიან განსაკუთრებულად რისკ-ჯგუფში ორსული ადამიანები. მესმის, რომ იმ მომენტში, შესაძლოა, არ არსებობდეს კონკრეტული სტატისტიკური მონაცემი ან ინფორმაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, მინიმუმ საავადმყოფოები უნდა იყვნენ მობილიზებულები და აწვდიდნენ უფრო მსხვილ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციას მათ საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებული ორსულების რაოდენობაზე. მე, მაგალითად, გავიხსენებ საჩხერის საავადმყოფოს. მქონდა კომუნიკაცია პიარის სამსახურთან. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მათ საავადმყოფოში რამდენი კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძირშივეა ეს პრობლემა.
ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ხელის შემშლელი არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც დაინტერესებული არის კორონავირუსის გარშემო არსებული კვლევებით, თუნდაც ვაქცინებთან დაკავშირებით, ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ არ არის კვლევები საკმარისი რაოდენობით ნათარგმნი იმდენი უცხოური წყაროდან, რამდენიც საჭირო არის, რომ კონკრეტული მოქალაქე დაარწმუნო, რომ უნდა აიცრას. მე ვალდებული ვარ ასეთი ინფორმაცია უცხოური წყაროებიდან ვთარგმნო, თუმცა აუცილებელი არის, რომ სახელმწიფო უწყებები აწვდიდნენ მოსახლეობას ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების შესახებ.