"აფხაზეთში სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება"
13.10.2021



მაია ფიფია - “რადიო ათინათი” ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყო, მიუხედავად არასახარბიელო ეპიდვითარებისა.

თუმცა ძალიან ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ შარშან ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა იყო არაეფექტური. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტექნოლოგიურად არ იყვნენ აფხაზეთში ამისთვის მზად და, მეორეც, უბრალოდ ამ რეჟიმისთვის არ იყვნენ მზად არც მასწავლებლები და არც მოსაწვლეები. საკმაოდ რთული გამოდგა ეს პროცესი.

ეს ეხება როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს. ფაქტიურად სასწავლო წელი ჩავარდა, პირდაპირ ასე წერდნენ.

რაც შეეხება წლევანდელ წელს, სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. აი, ასე აფასებენ აფხაზეთში არსებულ ეპიდვითარებას მედიკოსები. სკოლა დაიწყო პირველ სექტემბერს, თუმცა გასულ კვირას იყო საუბარი იმაზე, რომ ერთი სკოლა იხურება და კარანტინზე გადადის მთლიანად. თუმცა სასწავლო წლის შეწყვეტა არ იგეგმება.

შარშანდელთან შედარებით, როგორც აფხაზი პარტნიორები გვწერენ და გვატყობინებენ, წელს ვალდებულებაა, რომ მოსწავლეებმა ატარონ პირბადე სკოლებში, გაიარონ კლასებში შესვლამდე თერმოსკრინინგი. კლასები არ დაიყოფიან, განსხვავებით შარშანდელი წლისგან.

მხოლოდ 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს კლასში. გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებენ მშობლებსაც. დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მშობლებს და სთხოვს მათ, რომ ბავშვები სიმპტომებით არ გამოუშვან სკოლაში, როგორც ეს შარშან იყო. მასწავლებლებს მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ. აფხაზეთში ახლა არის სოხუმში შემოტანილია რუსული ვაქცინა “სპუტნიკ ლაითი”, რომელიც “სპუტნიკ ვის” გარკვეული კომპონენტია. როგორც წერენ, და დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროც აცხადებს, მასწავლებლები არ ჩქარობენ ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.

სამეგრელოს რაც შეეხება, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გადავიდა კლასებში. სამეგრელოს რაც შეეხება, რესურსცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ სკოლების უმეტეს ნაწილში მასწავლებლების 75% არის ვაქცინირებული. ისევე როგორც აფხაზეთში, რეგიონშიც გვაქვს მატება ბავშვებში, კოვიდინფიცირების შემთხვევებშიც. ჩვენი ეპიდემიოლოგებიც ამბობენ ამას, არსებობს სტატისტიკა, ამიტომ მასწავლებლების ნაწილი დიდი სიფრთხილით უყურებს ამას. თუმცა როგორც აფხაზეთში, ასევე სამეგრელოში საუბარია იმაზე, რომ გაგრძელება ონლაინ რეჟიმში სწავლის პროცესის, განსაკუთრებით კი უმცროსკლასელებში და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, უკვე საფრთხეს წარმოადგენს განათლების პროცესის შეფერხებისა ბავშვებში.

როგორ განვითარდება მოვლენები, ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოეკიდებიან საკითხს მასწავლებლები, მშობლები, და რა სიტუაცია იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ ყველაფრის გასაკონტროლებლად.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ