თუ შენც ჩემსავით წლებია ტელევიზორი არ ჩაგირთავს და ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენებს თვალს მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით
ადევნებ, ალბათ, ჩემი არ იყოს, შენც გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ამ
უკიდურესად ციფრულ ეპოქაში,
წყარო:
სადაც ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა
საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდება,
დასახლების ტიპის მიხედვით თუ ჩავშლით ამ შედეგებს, სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:
ამ ცვლადის შემოტანით მიღებული შედეგები თავისუფლად შეიძლება განპირობებული იყოს ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის არათანაბარი რეგიონული განაწილებითა და შემდეგი ფაქტორებით განსაზღვრული ციფრული უთანასწორობით: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დაბალი სერვისი, ინტერნეტის ღირებულება, ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ციფრული ცოდნის ნაკლებობა.
საინტერესოდ იცვლება სურათი კვლევაში ასაკობრივი ცვლადის
შემოტანითაც. იმის გათვალისწინებით, რომ 55+ ასაკის ადამიანები
განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ინტერნეტთან ყველაზე ნაკლები
ხელმისაწვდომობითა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარებით და პირიქით,
ამავე ინდიკატორის მიხედვით, ყველაზე დაწინაურებულები - 18-34 წლის
ადამიანები, ბუნებრივია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გადანაწილებული
შედეგები:
წყარო:
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამავე კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე - ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად?
ასევე, თუ გავიხსენებთ „კავკასიის ბარომეტრის” 3 წლის წინანდელ კვლევას, 2021 და 2024 წლებში გამოკითხულთა სამ ასაკობრივ ჯგუფს შორის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სოციალურ მედიას პირველ მნიშვნელოვან წყაროდ 18-34 წლის ადამიანები ყველაზე ხშირად ასახელებენ და ამასთან:
ეს დიაგრამები გვიჩვენებს, როგორი მკვეთრი სხვაობაა ახალგაზრდებში ტელევიზიისა და სოციალური მედიის გამოყენების ტენდენციებს შორის.
ჩემთვისაც, როგორც 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის რიგითი წარმომადგენლისთვის, რთულია ვენდო შინაარსისგან დაცლილ, სიყვითლეზე, ეპატაჟსა და მანიპულაციაზე დაფუძნებული ტელევიზიისა და ყველა ჟურნალისტური თუ ეთიკური პრინციპის დამრღვევი ტელეჟურნალისტების საქმიანობას (იშვიათი გამონაკლისების გარდა). სწორედ ამიტომ, ჩემი თანატოლების მსგავსად, მეც მირჩევნია, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით გავეცნო.
ესეც რომ არ იყოს, ტექნიკური თვალსაზრისითაც, სივრცისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრად მოსახერხებელი და მარტივია ახალი ამბების ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ, სწრაფ რეჟიმში მიღება.
2009 წლის კვლევის შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, არა მხოლოდ ამ ასაკობრივ ჯგუფში, არამედ მთლიანობაშიც ტელევიზიის პირველ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ დამსახელებელთა კლების ტენდენციასაც შეამჩნევ:
„კავკასიის ბარომეტრის" წინა წლების კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს თვალს რომ ვადევნებდი, 2009-2021 წლებში ტელეჟურნალისტების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული ორი შეკითხვა და მათი პასუხებიც მენიშნა:
ეს ორი დიაგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ერთ-ერთ იმ საკვანძო ფაქტორზე, რის გამოც მე, შენ და ჩვენ გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი ტელემედიას არ ვენდობით და მიუკერძოებელი, დაბალანსებული ინფორმაციის მისაღებად სოციალური მედიის სხვადასხვა საინფორმაციო არხებს ვირჩევთ. ამ არხების დახმარებით უფრო დიდი არჩევანი და შესაძლებლობა გვეძლევა, ტენდეცნიურობისგან თავისუფალი, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური ინფორმაცია მივიღოთ.
იმ მოცემულობაში, როცა ქვეყნის ყველა ძირითადი ტელევიზია სახელისუფლებო ან ოპოზიციური პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დელუზიური რეალობის შექმნის იარაღია, ალბათ, ბუნებრივიცაა ის ტენდენციები, რაც CRRC-ის მიერ „კავკასიის ბარომეტრის” სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული რეგულარული კვლევის შედეგებში მედიასთან დაკავშირებით გამოიკვეთა.
ტელევიზიის შინაარსზე საუბარს სულ რომ გავცდეთ, ჩვენს
დროში ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებისა და ინფორმაციის
გავრცელების ტემპი იმდენად სწრაფია, ძალიან რთული წარმოსადგენია,
რატომ უნდა ველოდო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად სპეციალურ
საეთერო გამოშვებებს, როდესაც ინფორმაციის მიღება რამდენიმე „კლიკით”
ან სულ რაღაც ერთი „ჩამოსქროლვით” სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან
შემიძლია.
კავკასიის
ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის
მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება
ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები
ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო
მონაცემთა ინიციატივა). 2015, 2017 და 2019 წელს კავკასიის ბარომეტრი
მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა. 2020 წელს კი კორონავირუსის
პანდემიის გამოკვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით მხოლოდ
საქართველოში ჩატარდა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.