ვარდუი კურგინიანი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის -
JNEWS
ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მოსახლეობამ ჩვენს
რეგიონში, ასე ვთქვათ, ნდობა დაკარგა ვაქცინებისა და საერთოდ
ვაქცინაციის მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ
აიცრას. ასეთ ვითარებაში ჩვენ, ჟურნალისტები, ვცდილობთ ადამიანები
დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად აცრაა. რა
თქმა უნდა, ამ საკითხის მოსაგვარებლად, რეგიონულ მედიას დიდი როლი
აქვს. სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად, ჩვენს
ხელშია.
JNEW-მა ჩაწერა თოქშოუ: “ცხოვრება შეზღუდვების გარეშე”. თემა იყო
ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩვენი მკითხველებისა და
მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა ახალქალაქის რაიონული
საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსანდრე თოროიანმა და იმუნიზაციის ეროვნული
ტექნიკური ექსპერტების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე
ჩხაიძემ.
ჩვენს მაყურებელს მივეცით პირდაპირ ეთერში კითხვების დასმის საშუალება
და შევეცადეთ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა.
ხალხს ძირითადად აინტერესებდა ვაქცინის უსაფრთხოება, როგორ მოქმედებს
ვაქცინა ავადმყოფ ადამიანებზე, ვისაც აქვს ალერგიული რეაქციები. იყო
საუბარი სხვადასხვა ვაქცინაზე, თუ რომელი ვაქცინაა უფრო უსაფრთხო და
ეფექტური. ჩვენს რეგიონში იყო ექთნის შემთხვევა და ამიტომაც ბევრი
არის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არ არის
უსაფრთხო.
ძირითადად ეს დეზინფორმაცია ინტერნეტიდან ვრცელდება. თითოეული
ადამიანი ახლა ჟურნალისტია და თავის აზრს წერს ინტერნეტში. ამის
საფუძველზე ვრცელდება დეზინფორმაცია.